• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: დასავლეთი ომში მყოფ უკრაინას ძარცვავს - ზუსტად ისე გააქვთ ათასობით ტონა ხორბალი, როგორც ნაცისტებს გაჰქონდათ საბჭოეთიდან ომის დროს

დეზინფორმაცია: დასავლეთი ომში მყოფ უკრაინას ძარცვავს - ზუსტად ისე გააქვთ ათასობით ტონა ხორბალი, როგორც ნაცისტებს გაჰქონდათ საბჭოეთიდან ომის დროს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/05/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-ში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ომში მყოფ უკრაინას, რასაც ჰქვია ძარცვავს დასავლეთი. ზუსტად ისე გააქვთ ათასობით ტონა ხორბალი, როგორც ნაცისტებს გაჰქონდათ საბჭოეთიდან ომის დროს“. პოსტს თან ერთვის ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია ტრაილერების რიგი. ვიდეოს ავტორი აცხადებს, რომ ტრაილერები მოლდოვაში მიემართებიან და ეს სიტუაცია 1941 წელს ჰგავს, როდესაც ჰიტლერმა სსრკ-დან (მათ შორის, უკრაინიდან) მარცვლეული გაიტანა და ახლა ევროპასაც მსგავსად გააქვს.

ინფორმაცია, თითქოს დასავლეთი უკრაინას ძარცვავს და მისგან ხორბალი/მარცვლეული გააქვს. ტყუილია.

რეალურად, უკრაინა ხორბლისა და მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია მსოფლიოში. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთს უკრაინის პორტები ბლოკირებული აქვს და შესაბამისად, უკრაინას ზღვით აღნიშნული პროდუქტების ექსპორტი არ შეუძლია. გასულ წლებში, ძირითადად, უკრაინული ხორბალი და მარცვლეული ექსპორტზე სწორედ ზღვით გადიოდა. ომამდე უკრაინას თვეში ზღვით ექსპორტზე 5 მილიონი ტონა ხორბალი გაჰქონდა, ჯამში კი უკრაინის საკვების ექსპორტის 90% ზღვით ხორციელდებოდა. 

უკრაინული პორტების ბლოკირების გამო უკრაინული პროდუქტების ექსპორტის გაჩერებამ გლობალური სასურსათო კრიზისი გააღვივა, რასაც შესაძლოა ზოგ ქვეყანაში, განსაკუთრებით აფრიკის სახელმწიფოებში, მასობრივი შიმშილი მოჰყვეს. მეორე მხრივ, მოცემული პროდუქტების ექსპორტი უკრაინის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია.

უკრაინას ამჟამად საწყობებში ექსპორტისთვის 40 მილიონი ტონა ხორბალი აქვს. აღნიშნული მოცულობის ნახევრის ექსპორტზე გატანა ივლისის თვეში უნდა განხორციელდეს, რათა ახალი მოსავლის შესანახად საწყობებში ადგილი გათავისუფლდეს. ამასთან, ომით დაზარალებული ეკონომიკისთვის ექსპორტისგან შემოსავლის მიღება მნიშვნელოვანია. გასულ წლებში ხორბლის წარმოების 75% ექსპორტზე გადიოდა და უკრაინის საექსპორტო შემოსავლის 20%-ს შეადგენდა. უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ სოფლის მეურნეობის შემოსავლის სახით წელს უკვე 9 მილიარდი დაკარგა.

უკრაინისთვის ხორბლის ექსპორტში დასახმარებლად ევროკავშირმა სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგია ხორბლის რკინიგზით და საგზაო ტრაილერებით გატანას გულისხმობს, თუმცა ეს გარკვეულ ლოჯისტიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული და ევროკავშირის სტრატეგია ერთ მხრივ, ექსპორტისთვის რესურსების (ვაგონების, ტრაილერების (სატვირთო ავტომობილების), კონტეინერების და ა.შ.) მაქსიმალურ მობილიზებას და მეორე მხრივ, ლოჯისტიკაში დახმარებას მოიაზრებს. ასევე, უკრაინიდან ხორბლით დატვირთულ სატვირთოებს საზღვრის კვეთისას გამარტივებული პროცედურები ექნებათ და ტერმინალებზე პრიორიტეტი  უკრაინის სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციას მიენიჭება.  

ევროკავშირის ტრანსპორტის კომისრის განცხადებით, „უკრაინიდან, ევროკავშირის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, სამი თვეზე ნაკლებ დროში, 20 მლნ ტონა მარცვლეული უნდა გავიდეს“.

უკრაინამ რკინიგზითა და ტრაილერებით ექსპორტი ევროკავშირის დახმარებით, მათ შორის მოლდოვის გავლით, უკვე დაიწყო. მოლდოვისა და რუმინეთის მიმართულებით რკინიგზით ხორბლის გატანაზე უკრაინამ გარკვეული დროებითი შეზღუდვებიც კი შემოიღო, რადგან საზღვარზე ძალიან ბევრი ვაგონი დაგროვდა. თუმცა რკინიგზას უკრაინის შავი ზღვის პორტების საექსპორტო შესაძლებლობის მხოლოდ ნაწილი აქვს. ასევე, უკრაინის სარკინიგზო ტრანსპორტი ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის რკინიგზის ქსელს ვერ ერგება და ამიტომ უკრაინის საზღვართან საჭირო ხდება ხორბლის ახალ სარკინიგზო ტრანსპორტში ან სატვირთოებში გადაზიდვა. ეს კი უკრაინის საზღვარზე შეფერხებას იწვევს (რაც გამოჩნდა, როდესაც უკრაინას დროებითი შეზღუდვების შემოღება მოუწია). შესაბამისად, სატვირთო ავტომობილების (ტრაილერების) მობილიზება და მათი მეშვეობით ხორბლის ექსპორტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ უკრაინა არა დასავლეთმა, არამედ რუსეთმა გაძარცვა. კერძოდ, რუსულმა არმიამ დიდი რაოდენობით უკრაინული ხორბალი მოიპარა. რუსეთმა არამხოლოდ უკრაინის ხორბალი, არამედ ხორბლის პროდუქციისთვის საჭირო მაღალი დონის ტექნიკაც მოიპარა, მინიმუმ 5 მილიონი დოლარის ღირებულების. ტექნიკაზე დამონტაჟებულმა GPS მოწყობილობებმა უჩვენა, რომ რუსეთმა მოპარული ტექნიკის (ტრაქტორების) ნაწილი ჩეჩნეთში, გროზნოში წაიღეს. თუმცა ტექნიკას მოპარვის საწინააღმდეგო მოწყობილობები აქვს და უკრაინამ ტექნიკა დისტანციურად გათიშა. შესაბამისად, როდესაც ქურდებმა ტექნიკის გამოყენება სცადეს, მან არ იმუშავა. თუმცა მათ მაინც შეუძლიათ ტექნიკის პროგრამის „დაჰაკვა“ ან ტექნიკის ნაწილებად გაყიდვა.

ასევე, რუსეთმა დაბომბა ფერმები და საწყობები. მაგალითად, ლუჰანსკში რუსეთის მიერ ერთ-ერთი ფერმის დაბომბვის შედეგად განადგურდა ტექნიკა, შენობები და 17 ათასი ტონა მარცვლეული (300 ათასი ადამიანისთვის ერთი წლის განმავლობაში საჭირო მოცულობა). ხორბლისა და ტექნიკის მოპარვამ უკრაინაში საბჭოთა კავშირის მიერ მოწყობილი „ჰოლოდომორის“ მოგონებები გააღვივა, რომლის დროსაც, დაახლოებით, 4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

ამდენად, ინფორმაცია, თითქოს დასავლეთი უკრაინას ძარცვავს და ნაცისტური გერმანიის მსგავსად  ხორბალი გააქვს, ტყუილია. რეალურად, უკრაინა ხორბლის ექსპორტს ომამდეც ეწეოდა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი იყო. ომის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებამ ზღვის მეშვეობით ექსპორტი შეუძლებელი გახადა და ამიტომ გახდა საჭირო რკინიგზითა და ტრაილერებით ხორბლის ექსპორტზე გატანა (მათ შორის, როგორც ვიდეოზე ჩანს მოლდოვის მიმართულებით). შესაბამისად, ვიდეოზე აღბეჭდილი პროცესი არის არა ძარცვა, არამედ უკრაინის მიერ ხორბლის ექსპორტი - უკრაინის მიერ ხორბლის საზღვარგარეთ გაყიდვა, რაც უკრაინის ეკონომიკისა და ექსპორტის მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს და ომამდეც ხდებოდა. ე.ი. დასავლეთი უკრაინას პირიქით, ხორბლის ექსპორტში ეხმარება. აქედან გამომდინარე, Facebook-ში გავრცელებული ზემოთ დასახელებული ინფორმაცია ყალბი ამბავია.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სერბეთ-კოსოვოს კონფლიქტი
ხორბალი
დასავლეთი
გაძარცვა
იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა