• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვაქცინები იმუნურ სისტემას ანგრევს... ვაქცინები იწვევს შიდსს, კიბოს

დეზინფორმაცია: ვაქცინები იმუნურ სისტემას ანგრევს... ვაქცინები იწვევს შიდსს, კიბოს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12/05/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

„ალტ-ინფოს“ ეთერში მორიგი ანტივაქსერული და დეზინფორმაციული შინაარსის გადაცემა გავიდა, რომელიც სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. გადაცემა „განსხვავებული აზრის“ წამყვანი და მისი სტუმარი, ანტივაქსერი თინათინ გოცაძე, ამტკიცებდნენ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები იწვევს - იმუნიტეტის მოშლას, იმუნოდეფიციტს, შიდსს, კიბოს... ვაქცინები აზიანებს ადამიანის დნმ-ს, გენომს. აღნიშნული მტკიცებები არის ყალბი. გარდა ამისა, გადაცემაში COVID-19-ის ვაქცინების წინააღმდეგ სხვა არაერთი შეთქმულების თეორია და დეზინფორმაცია გაჟღერდა. 

გადაცემის თემა „ვაქცინაციური შიდსი“ იყო. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ანტივაქსერები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს ვაქცინები შიდსს იწვევს. მათ გამოიგონეს სპეციალური ტერმინი - VAIDS [vaccine acquired immunodeficiency syndrome], ანუ ვაქცინით შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.  აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, რეალურად ვაქცინით შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - VAIDS არ არსებობს. 

შიდსი არის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომელსაც იწვევს აივ-ინფექცია.  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები იმუნოდეფიციტს არ იწვევს, ისინი არ ასუსტებენ იმუნურ უჯრედებს. პირიქით, ვაქცინები ასტიმულირებენ იმუნური უჯრედების გააქტიურებას და ანტისხეულების გამომუშავებას SARS-Cov-2-ის წინააღმდეგ. 

მტკიცება, თითქოს ვაქცინა იწვევს კიბოს, ასევე აბსურდული და უსაფუძვლოა. დამოუკიდებელმა ფაქტების გადამამოწმებელმა ორგანიზაციების თანახმად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც აკავშირებს ვაქცინებს კიბოსთან ან შიდსთან/აივ-თან. ამასთან, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინები ანგრევს ან ასუსტებს იმუნურ სისტემას. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევები და ვაქცინაციის შემდგომი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ დამტკიცებულ ვაქცინებს კიბოს ან აივ/შიდსის გაზრდილი რისკი არ აქვს. 

მტკიცება, თითქოს mRNA ვაქცინები აზიანებს ადამიანის დნმ-ს, გენომს, არის ყალბი ამბავი. ვაქცინები, მათ შორის mRNA ვაქცინები, ადამიანის უჯრედის ბირთვში არ აღწევს, სადაც ინახება ჩვენი დნმ (გენეტიკური მასალა) და შესაბამისად, ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა არ აქვს. ვაქცინის ერთადერთი ფუნქცია დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში, რაც ორგანიზმი ცილას ან ცილის ნაწილს წარმოქმნის, რნმ-ის მოლეკულა იშლება და ორგანიზმი მისგან თავისუფლდება. 

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
შიდსი
კიბო
დეფიბრილატორების ჯიხურები
ჟურნალისტები
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა