• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 40 ათასით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა

10/05/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,  2021 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 40 ათასით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. 

მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის). 2021 წელს მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ორივე ფაქტორმა განაპირობა. გასულ წელს დაფიქსირდა უარყოფითი მიგრაციული სალდო (-25 966) და უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13 960). 

გრაფიკი 1: მოსახლეობის რიცხოვნობა (1 იანვრის მდგომარეობით), 2014-2022 წლებში

 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2015-2019 წლებში ქვეყანაში ბუნებრივი მატების მაჩვენებლები დადებითი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბადებულთა რიცხოვნობა აჭარბებდა გარდაცვლილთა რიცხოვნობას, თუმცა ბუნებრივი მატების კოეფიციენტი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2020 წელს ქვეყანაში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა და გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას 13 960 ერთეულით გადააჭარბა.  

2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა, წინა წელთან შედარებით გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5%-ით არის გაზრდილი. 2016 წლის შემდეგ ქვეყანაში  გარდაცვლილთა რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია იყო, 2020-2021 წლებში სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, რაც პირდაპირ კავშირშია COVID-19-ით გამოწვეულ გარდაცვალებასთან. 

რაც შეეხება შობადობის მაჩვენებელს, 2021 წელს  საქართველოში 45 946 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წელთან შედარებით 1.2%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში შობადობა 2015-2021 წლებში ყოველწლიურად მცირდება.

შესაბამისად,  ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი განპირობებული იყო, როგორც სიკვდილიანობის ზრდით, ასევე შობადობის შემცირებით.  

გრაფიკი 2: ბუნებრივი მატების მაჩვენებლები 2014-2021 წლებში

 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წელს მოსახლეობის რაოდენობის შემცირება დიდწილად ემიგრაციამ გამოიწვია. გასულ წელს 25 966 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან (ანუ მას შემდეგ, რაც საქსტატმა ახალი მეთოდოლოგია დანერგა, რითაც ემიგრანტების და იმიგრანტების [1] ზუსტი იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელია) უარყოფითი მიგრაციული სალდოს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს დაფიქსირდა. 

1994 წლიდან გარე მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა. 2020 წელს საქართველოში დადებითი მიგრაციული სალდო პირველად დაფიქსირდა, ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობამ 15,732 შეადგინა. აღნიშნული პანდემიით და საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. 2021 წელს, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა,  ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრაცია შემცირდა.  

გრაფიკი 3: მიგრაციული სალდო, ათასი

 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

[1]  საქსტატის მეთოდოლოგიით, ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც დატოვა საქართველო ბოლო 12 თვეში და სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოში, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო (ანუ წინა 12 თვის განმავლობაში, სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში). იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა. ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე.

თეგები:
მოსახლეობა
Politics
ისტორიული მინიმუმი
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა