• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ავსტრია და რუსეთი გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ

დეზინფორმაცია: ავსტრია და რუსეთი გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

27/04/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრია და რუსეთი გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, ამ ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა - „ჩვენ, ანუ OMV [1], მივიღეთ გადახდის პირობები, ისევე როგორც გერმანიის მთავრობამ“. რეალურად, ინფორმაცია რუსეთსა და ავსტრიას შორის გაზის რუბლებში შესყიდვის თაობაზე შეთანხმების მიღწევაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

სინამდვილეში, ავსტრიასა და რუსეთს შორის რუსული გაზის რუბლებში შესყიდვის თაობაზე არანაირი შეთანხმება არ მომხდარა. გავრცელებულ ცნობებს, თავად ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი საკუთარ twitter-ის ანგარიშზე გამოეხმაურა და უარყო. 

ნეჰამერი twitter-ზე წერს: „ იქამდე სანამ რუსული პროპაგანდის ყალბი ამბები გავრცელდება. რა თქმა უნდა, OMV რუსეთიდან მოწოდებული გაზის საფასურის გადახდას განაგრძობს ევროებში. ავსტრია ზედმიწევნით იცავს ერთობლივად შეთანხმებულ ევროკავშირის ყველა სანქციას“. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 31 მარტს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ რუსეთი გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლებში მიჰყიდის. რუსეთის მოთხოვნის თანახმად, კომპანიებს ანგარიში Gazprom-ის ბანკში უნდა ჰქონდეთ გახსნილი, რათა ბუნებრივი აირის ყიდვა რუბლში შეძლონ. ეს კანონი ძალაში პირველ აპრილს შევიდა. „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შედის აშშ და კანადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო (მისი კუნძულოვანი ტერიტორიები), უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია.

რაც შეეხება უშუალოდ ავსტრიის პოზიციას რუსული გაზის შესყიდვის თაობაზე, აღსანიშნავია, რომ ავსტრიის კანცლერმა, უფრო ადრე, აპრილში აღნიშნა, რომ რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტა ამ დროისთვის „შეუძლებელია“. მისივე თქმით, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ  ისეთი სანქციები უნდა დააწესოს, რომელიც რუსეთს დააზიანებს და არა - ევროკავშირს. ნეჰამერი აღნიშნავდა იმასაც, რომ ნავთობზე ემბარგოს დაწესება ევროკავშირის დღის წესრიგში უკვე დგას, თუმცა რუსული გაზის საკითხი მნიშვნელოვან სირთულესთან ასოცირდება.  თუმცა, მიუხედავად მდგომარეობის სირთულისა, ავსტრიის კანცლერი მაინც მტკიცედ აჟღერებდა პოზიციას, რომ ავსტრია ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ერთგული რჩება.

-----------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ავსტრია
ბორჯომი
იმპორტი
ევრო
რუბლი
შესყიდვა
რუბლი
ნავთობი
ავსტრია
შესყიდვა
ფიდელ კასტრო
ევრო
ნინო ჩოხელი
ნინო ჩოხელი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა