• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში 5G ანტენების შესახებ მორიგი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში 5G ანტენების შესახებ მორიგი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/04/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ჰაერში მოძრავი შავი წრის ფორმის მასაა ასახული, რომელიც პოსტის ავტორის მტკიცებით 5G (მე-5 თაობის) ანტენების მიერ არის გამოწვეული.

 

პოსტის ავტორი ამ „მოვლენაზე“ დაყრდნობით ასევე ამბობს: „წარმოიდგინეთ, რას უზამს ეს მაღალი ინტენსივობის სიხშირეები ჩვენს სხეულებს, რომლებიც 70% წყალია“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოვლენის ამსახველი ვიდეოები ინტერნეტში წლებია ვრცელდება და ადამიანები მას ხან უცხოპლანეტელებს, ხანაც „ქიმიურ ბილიკს“ (Chemtrail) მიაწერდნენ.

სინამდვილეში, ვიდეოში ასახულ ჰაერში მოძრავ შავ მასას 5G ანტენებთან (ისევე როგორც ზემოთ ჩამოთვლილ სხვა ვერსიებთან) საერთო არაფერი აქვს და ის რეალურად დიზელის ძრავის წვის შედეგად წარმოქმნილ წრის ფორმის გამონაბოლქვს ასახავს. 

ჰაერში მოძრავი „უცნაური შავი წრეების“ შესახებ შემეცნებითი ვიდეო ცნობილი ამერიკული ტელევიზიის History Channel-ის YouTube არხზე გამოქვეყნდა. დიზელის ზოგიერთი ტიპის ძრავა მუშაობის დაწყების დროს დიდი რაოდენობით შავი ფერის გამონაბოლქვს გამოყოფს. იმ შემთხვევაში, როდესაც გამონაბოლქვის გამოტყორცნა ჰაერში ვერტიკალურად ხდება, არსებობს იმის ალბათობა, რომ  მსგავსი ტიპის გამონაბოლქვის წრეები (იხილეთ ვიდეო 4:20-დან) წარმოიქმნას. ვიდეოში ახსნილია, რომ მსგავს მოვლენას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც დიდი რაოდენობით გამოტყორცნილი ცხელი ჰაერის მასა ატმოსფეროში შედარებით ცივ ჰაერთან მოდის შემხებლობაში.  

ინტერნეტში ამ მოვლენის დამადასტურებელი არაერთი ვიდეო იძებნება. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოში მთელი პროცესი - ძრავის მუშაობის დაწყებიდან ჰაერში მოძრავი შავი წრიული ფორმის მასის ფორმირების ჩათვლით, ნათლად ჩანს.

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომ ჰაერში მოძრავი შავი წრიული ფორმის მასა 5G ანტენების მიერ არის გამოწვეული, სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება პოსტში გაჟღერებული კიდევ ერთი მტკიცება, რომ 5G სიხშირე  ადამიანის ორგანიზმს აზიანებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
5G
ანტენები
შავი წრე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა