• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: მარი ლე პენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთი NATO-დან გამოვა

დეზინფორმაცია: მარი ლე პენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთი NATO-დან გამოვა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/04/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

13 აპრილს ირაკლი ჯანყარაშვილმა Facebook-ში გამოაქვეყნა პოსტი და სურათი, სადაც წერს, რომ „მარი ლე პენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთი ნატოდან გამოვა“. რეალურად, საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატ ლე პენს აღნიშნული დაპირება არ გაუცია და ჯანყარაშვილის მტკიცება ყალბ ამბავს წარმოადგენს.

ლე პენმა NATO-ს შესახებ 13 აპრილს პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში საფრანგეთის მიერ NATO-ს სამხედრო სტრუქტურის - გაერთიანებული სარდლობის (NATO’s integrated military command), დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა. 

აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამხედრო სტრუქტურა საფრანგეთმა 1966 წელს დატოვა, თუმცა ეს საფრანგეთის მიერ NATO-ს დატოვებას არ ნიშნავდა. არამედ საფრანგეთმა NATO-ში კვლავ აქტიური როლის შესრულება განაგრძო, მათ შორის - ფრანგმა პერსონალმა მუშაობა  ბრიუსელში, NATO-ს პოლიტიკურ სტრუქტურებში მუშაობა გააგრძელა. საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დროს NATO-ს მოკავშირეებთან თანამშრომლობის საიდუმლო ზომებიც შეიმუშავეს. ცივი ომის პერიოდში საფრანგეთის ძალები NATO-ს წვრთნებში მონაწილეობას ჩვეულებრივად იღებდნენ. ხოლო 1990-იან წლებში, როდესაც NATO-მ ბალკანეთში სამშვიდობო ოპერაციების განხორციელება დაიწყო, საფრანგეთის ძალები მასში აქტიურად მონაწილეობდნენ. მეტიც, საფრანგეთი NATO-ს სამხედრო კომიტეტში მონაწილეობა განაახლა, რადგან სამშვიდობო ოპერაციების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მთავარი ორგანო    სწორედ ეს  იყო. 2009 წელს კი საფრანგეთი NATO-ს სამხედრო სტრუქტურაში სრულად დაბრუნდა.  

მარი ლე პენის დაპირებაც სწორედ 1966 წლის გადაწყვეტილების გამეორებას წარმოადგენს, რადგან მას არ სურს ფრანგული დანაყოფები NATO-ს გაერთიანებული სარდლობის (integrated NATO command) ან მომავალში ევროპული სარდლობის ქვეშ განათავსოს (European command). თუმცა ეს NATO-ს დატოვებას არ ნიშნავს. მეტიც, ლე პენმა განაცხადა, რომ ის ერთგული დარჩება NATO-ს საკვანძო მე-5 მუხლის, რომელიც რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთთავდაცვას გულისხმობს. ასევე, ლე პენმა NATO-ს კონტექსტში მის მიერ დაგეგმილი პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, მას სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულების შემდეგ NATO-რუსეთს შორის სტრატეგიული დაახლოების პოლიტიკა აწარმოოს.

აქედან გამომდინარე, ჯანყარაშვილის მტკიცება, თითქოს ლე პენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთი NATO-დან გამოვა - ყალბი ამბავია, რადგან ლე პენმა მხოლოდ NATO-ს სამხედრო სტრუქტურის დატოვების გეგმის შესახებ განაცხადა. ეს კი საფრანგეთმა 1966 წელს უკვე გააკეთა და ეს NATO-დან გამოსვლას არ გულისხმობს, არამედ ლე პენის მიხედვით, მისი გეგმა ფრანგული დანაყოფების NATO-ს სარდლობიდან გაყვანას და მხოლოდ ფრანგული სარდლობის ქვეშ დატოვებას ნიშნავს. მეტიც, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ლე პენი აცხადებს, რომ NATO-ს მე-5 მუხლის ერთგული დარჩება და ასევე რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულების შემდეგ NATO-რუსეთის სტრატეგიული დაახლოების პოლიტიკის წარმოება სურს.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
მარი ლე პენი
საპრეზიდენტო არჩევნები
ემანუელ მაკრონი
პატრიოტთა ალიანსი
საპრეზიდენტო არჩევნები
საფრანგეთი
ნატო
მარი ლე პენი
იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა