იტვირთება

სოციალურ ქსელში ვრცელდება კანადელი პოლიტიკოსის რიკ ნიკოლსონის გამოსვლის ვიდეოს რუსულენოვანი თარგმანი, სადაც ის ვაქცინირებულ ქალებში მკვდრადშობადობის ზრდაზე საუბრობს. დეპუტატი თავის გამოსვლაში ამბობს - „ვატერლოოში 2021 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით 86 მკვდრადშობადობა იყო, მაშინ როცა ჩვეულებრივ ორ თვეში ერთხელ იყო მკვდრადშობადობა“. გასული წლის ბოლოს, კანადის საავადმყოფოებში ვაქცინირებულ ქალებში მკვდრადშობადობის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის შესახებ დეზინფორმაცია უცხოურ წყაროებში აქტიურად გავრცელდა. აღნიშნული მტკიცება ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, factcheck.org-მა გადაამოწმა.

Factcheck.org-ის მიერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, კანადის (ვატერლოო, ონტარიო) საავადმყოფოებში პანდემიის პერიოდში მკვდრადშობადობის სიხშირე არ გაზრდილა, რასაც საავადმყოფოს წარმომადგენლები ადასტურებენ. ვატერლოოში მკვდრადშობადობის უჩვეულოდ მაღალ რაოდენობაზე გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი. ამასთან, გაზრდილია იმ მტკიცებულებების რაოდენობა, რომელიც ორსული ქალებისთვის ვაქცინაციის უსაფრთხოებას ადასტურებს.

CDC-ის ცნობით, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ორსულები დაავადების მძიმე გართულების, ასევე ნაადრევი მშობიარობის და მკვდრადშობადობის გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან. COVID-19-ის გავლენით მკვდრადშობადობის შესამცირებლად, ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

რეალურად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ COVID-19 ვაქცინები ორსულებს და მათ ნაყოფს საფრთხეს უქმნის. პირიქით, ვაქცინაცია ორსულ ქალებს და მათ ნაყოფს იცავს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) და სხვა მარეგულირებლების მიერ ორსულ ქალებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია.

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4015 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი