• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
საქართველოში, პანდემიის პერიოდში, გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობის მაჩვენებელს მკვეთრად გადააჭარბა

საქართველოში, პანდემიის პერიოდში, გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობის მაჩვენებელს მკვეთრად გადააჭარბა

შობადობის შემცირება საქართველოს, ასევე განვითარებული ქვეყნების უმთავრესი გამოწვევაა. პანდემიის პერიოდში დემოგრაფიული პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა

11/04/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

შობადობის შემცირება საქართველოს, ასევე განვითარებული ქვეყნების უმთავრესი გამოწვევაა. პანდემიის პერიოდში დემოგრაფიული პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა. 

2021 წელს, საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება[1] დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას 13 960 ერთეულით გადააჭარბა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, საქართველოს ყველა რეგიონში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი იყო 2020 წელსაც, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. 2015-2019 წლებში ქვეყანაში ბუნებრივი მატების მაჩვენებლები დადებითი იყო, თუმცა ბუნებრივი მატების კოეფიციენტი ყოველწლიურად მცირდებოდა. 

გრაფიკი 1: ბუნებრივი მატების მაჩვენებლები 2014-2021 წლებში  [2]

 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წელს,  საქართველოში 45 946 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წელთან შედარებით 1.2%-ით ნაკლებია. საქართველოში შობადობა (ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა) 2015-2021 წლებში ყოველწლიურად მცირდება. გასული წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ დაბადების მაჩვენებელში რიგით I და II ბავშვის წილი [რაოდენობა] მცირდება, ხოლო III და შემდგომი ბავშვის წილი [რაოდენობა] გაზრდილია.

ხელისუფლება შობადობის უარყოფითი დინამიკის შემცირებას ფინანსური წახალისებით ცდილობს. კერძოდ, 2013 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს უფინანსდება მშობიარობის ხარჯები  [ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარით, ხოლო საკეისრო კვეთა 800 ლარით]. 2014 წლიდან კი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომელიც შობადობის მატერიალურ წახალისებას ითვალისწინებს. იმ რეგიონებში სადაც ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი არ ფიქსირდება, ყოველ მესამე ან შემდგომ ახალშობილზე, ორი წლის ასაკამდე, გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება - მაღალმთიან რეგიონში 200 ლარის, ხოლო სხვა დასახლებებში მცხოვრებთათვის 150 ლარის ოდენობით. შობადობის ფინანსური წახალისება ეფექტიანად ვერ ჩაითვლება, მეტიც ეს არის არამიზნობრივი ხარჯი. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ შობადობის მატერიალური წახალისების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ, შობადობა არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა. 

რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, გასულ წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წელთან შედარებით გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5%-ით არის გაზრდილი. 2016 წლის შემდეგ ქვეყანაში  გარდაცვლილთა რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია იყო, 2020-2021 წლებში სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, რაც პირდაპირ კავშირშია პანდემიასთან. 2020 წელს საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების 2.5 ათასზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, 2021 წლის ბოლოს კი COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 13,800-ს მიაღწია. 

გრაფიკი 2: ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობა

 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

[1] სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის

[2] 2021 წლის ბუნებრივი მატების კოეფიციენტი გამოთვლილია ავტორის მიერ

თეგები:
შობადობა
ინვესტიციები
სიკვდილიანობა
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა