• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვიტალი კლიჩკო უკრაინაში ომის დაწყებაში დასავლეთს ადანაშაულებს

დეზინფორმაცია: ვიტალი კლიჩკო უკრაინაში ომის დაწყებაში დასავლეთს ადანაშაულებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/04/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

ქართულ მედიასივრცეში გავრცელდა ინფორმაცია (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4) რომ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დასავლეთს მიმართა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის თანამონაწილედ დაასახელა. კერძოდ, სტატიები გამოქვეყნდა შემდეგი სათაურით - „თქვენ ხართ ნაწილი ამ შემოჭრის, დაღვრილი სისხლი თქვენს ხელებზეცაა, თუ გააგრძელებთ ვაჭრობას რუსეთთან, გამოდის ჩვენთვის მოგაქვთ ტყვიები და რაკეტები – კლიჩკო დასავლეთს“. რეალურად, მედია სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია, რადგან აღნიშნული განცხადება არა კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს ეკუთვნის, არამედ მის ძმას ვლადიმირ კლიჩკოს და ამასთან, ეს სიტყვები ამერიკელთა იმ მცირე ჯგუფს, მათ შორის - Fox News-ის წამყვან ტაკერ კარლსონს მიემართება, ვინც თვლის, რომ ომი უკრაინაში ამერიკელების პრობლემა არ არის.

რეალურად, ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული სიტყვები არა კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, არამედ მის ძმას, ვლადიმირ კლიჩკოს ეკუთვნის. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტული სიტყვები არა ზოგადად დასავლეთს, არამედ ამერიკელთა იმ ჯგუფს მიემართებოდა, რომელსაც მიაჩნია, რომ აშშ-ს უკრაინაში მიმდინარე ომთან კავშირი არ აქვს.

ვიტალი კლიჩკომ 28 მარტს, ტელეკომპანია Newsmax-სთან უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ინტერვიუ ნამდვილად მისცა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებები „წმინდა გენოციდად“ მოიხსენია.  ინტერვიუში წამყვანმა ვლადიმირ კლიჩკოს მიმართა შეკითხვით: „ თქვენ გაქვთ ამერიკელი ხალხის 2/3-ის მხარდაჭერა, თუმცა არსებობს კიდევ მცირე ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ რაც ხდება უკრაინაში აშშ-ის პრობლემა არ არის. მათ შორის არიან, ძალიან ცნობილი სატელევიზიო წამყვანი, ტაკერ კარლსონი, ქენდის ოუენსი, კონსერვატორები, რომლებიც არ ვიცი, რატომ, თუმცა თქვენ და უკრაინას მხარს არ გიჭერენ. რას ეტყოდით ამ ადამიანებს?“. 

ვიტალი კლიჩკომ კი უპასუხა - „თქვენ თუ პასიურად აკვირდებით ყველაფერს და ჩვენ ისევე ვიზიარებთ საერთო პრინციპებს თავისუფლებისა და დემოკრატიის შესახებ, როგორც შეერთებული შტატები და როგორც დანარჩენი მსოფლიო და მაინც პასიურად უყურებთ ყოველივეს, მაშინ თქვენ ხართ ნაწილი ამ შემოჭრის, დაღვრილი სისხლი კი თქვენს ხელებზეცაა. თუ თქვენ გააგრძელებთ ვაჭრობასა და ბიზნესს რუსეთთან, არ მოახდენთ რუსეთის ეკონომიკურ იზოლირებას, მაშინ გამოდის, რომ თქვენ რუსეთის არმიისთვის ტყვიები და რაკეტები მიგაქვთ, რომელიც კლავს უდანაშაულოებს. შემაშფოთებელი ფოტოები ჩემი ქვეყნის, კაცების, ქალების, ბავშვების, რომლებიც ტირიან, მშობლებს ეძებენ და ვერ პოულობენ სრულ კატასტროფაში. თქვენ უნდა გრძნობდეთ ამ ყველაფერთან კავშირს და თუ თქვენ პასიურად აკვირდებით ყოველივეს და არაფერს აკეთებთ, მაშინ თქვენ ამ უაზრო ომის ნაწილი ხართ. მოაქციეთ იზოლაციაში, სხვადასხვა დონეზე ბანკებსა და ვაჭრობაში, ნავთობის ყიდვა არის სისხლის დაღვრა უკრაინის მიწაზე. იფიქრეთ ამაზე, იმოქმედეთ ახლავე, რადგან ხვალ ძალიან გვიან იქნება“.

ამდენად, ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია. 

-------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ვიტალი კლიჩკო
ვლადიმირ კლიჩკო
განცხადება
მანიპულაცია
ნინო ჩოხელი
ნინო ჩოხელი

ყველა სიახლე

  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა