• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
კრემლისტური მედია გაყალბებული "საიდუმლო" დოკუმენტებით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ უკრაინა მარტში დონბასზე თავდასხმას გეგმავდა

კრემლისტური მედია გაყალბებული "საიდუმლო" დოკუმენტებით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ უკრაინა მარტში დონბასზე თავდასხმას გეგმავდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

04/04/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2022 წლის 9 მარტს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა „საიდუმლო“ დოკუმენტების ფოტოები. რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მტკიცებით, აღნიშნული მასალა „უკრაინის ეროვნული გვარდის ორიგინალ ბრძანებას ასახავს“, რაც, მათი თქმით, ადასტურებს, რომ კიევი მიმდინარე წლის მარტში დონბასზე თავდასხმისთვის ემზადებოდა.

სამთავრობო უწყებების შემდეგ, ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფოს დაქვემდებარებულმა მედიასაშუალებებმა და ცალკეულმა Facebook-ანგარიშებმაც გაავრცელეს. ამასთან, რუსეთის დეზინფორმაციული გზავნილები საქართველოში მოქმედმა კრემლისტურმა სააგენტოებმაც გამოაქვეყნეს.

სინამდვილეში, დოკუმენტი, რომელზეც კრემლისტური მედიასაშუალებები აპელირებენ, საიდუმლო არ არის, ის არც უკრაინის მიერ დონბასზე თავდასხმის მზადებას ადასტურებს. გამოქვეყნებული დოკუმენტი ლვოვის რეგიონში სასწავლო წვრთნებს ეხება და მასში დონბასი ნახსენებიც კი არაა. 

9 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა ბრიფინგზე დოკუმენტის შინაარსი განიხილა და მისი ერთ-ერთი პარაგრაფი დონბასზე თავდასხმის მომზადების არგუმენტად გამოიყენა: „მე-4 ოპერატიული ბრიგადის ტაქტიკური ბატალიონის ჯგუფის წვრთნის ორგანიზების მიზნით, უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის ბრძანება, რათა აღნიშნულმა ჯგუფმა უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანებული ძალების ოპერაციაში საბრძოლო (სპეციალური) ამოცანები შეასრულოს“. 

კონაშენკოვის მიერ ციტირებული ნაწილი  დოკუმენტში მართლაც არის, მაგრამ დოკუმენტი, რეალურად, სულ სხვა საკითხს ეხება. გამოქვეყნებულ ტექსტში მომდევნო გვერდებზე ნახსენები სტარიჩი (ლვოვის რეგიონი) ადასტურებს, რომ „საიდუმლო დოკუმენტი“ არა დონბასზე შეტევას, არამედ ლვოვის რეგიონში სასწავლო ბანაკის დაგეგმვას ეხება. 

რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის გადასამოწმებლად, ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია leadstories.com და უკრაინული StopFake.org უკრაინის ეროვნულ გვარდიას დაუკავშირდნენ. გვარდიის თანახმად, საიდუმლო დოკუმენტების შედგენას განსხვავებული ფორმატი და პროტოკოლი აქვს: საიდუმლო დოკუმენტი უნდა იყოს გრიფით დამოწმებული და ამ ტიპის დოკუმენტების უკანა მხარეს, რუსეთის მიერ გავრცელებული ფორმატით „გავეცანი და ხელს ვაწერ“, ხელმოწერა არ ხდება.

ამასთან, უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ დაადასტურა, რომ მსგავსი ტიპის ბრძანებები უკრაინაში ყოველწლიურად რეგულარულად გაიცემა: „ამ დოკუმენტს არანაირი კავშირი არ აქვს შეტევითი ოპერაციის დაგეგმვასთან. ეს არის ბრძანება ლვოვის რეგიონში საბრძოლო სასწავლო მომადების ჩატარების შესახებ“.

ამრიგად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ეროვნული გვარდია მიმდინარე წლის მარტში დონბასზე თავდასხმისთვის ემზადებოდა, მცდარია. 

-----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ნეონაცისტები
დონბასი
თავდასხმა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა