• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რუსულმა ტელევიზიამ „პირველმა არხმა“ უმანის სინაგოგასთან დაკავშირებით ყალბი ამბავი გაავრცელა

რუსულმა ტელევიზიამ „პირველმა არხმა“ უმანის სინაგოგასთან დაკავშირებით ყალბი ამბავი გაავრცელა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

04/04/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2022 წლის 30 მარტს რუსულმა სამთავრობო მედიამ, „პირველმა არხმა“ ქალაქ უმანის სინაგოგასთან დაკავშირებით ყალბი ამბავი გაავრცელა. „პირველი არხის“ გამოქვეყნებული სიუჟეტის მიხედვით, „რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევის რეჟიმის კიდევ ერთი პროვოკაცია გამოააშკარავა. რუსული სამთავრობო მედიის მტკიცებით, ჩერკასის რეგიონის ქალაქ უმანში უკრაინული ბანდფორმირებები სინაგოგას საბრძოლო მასალის საწყობად იყენებენ”. მათივე თქმით, „უმანის ებრაული თემის მიერ გამოგზავნილ სურათებზე ჩანს, თუ როგორ ტვირთავენ  უკრაინელი სამხედროები სატვირთო მანქანებს იარაღით და როგორ მალავენ მათ სამშენებლო ნაგვით. ასევე, „პირველი არხის“ მტკიცებით, ტყვია-წამლის გადატანისთვის იყენებენ სასკოლო ავტობუსებსაც, რომლებსაც ბავშვების აღმნიშვნელი წარწერა აქვთ“. 

რუსეთის ბრალდებებს უნანის ებრაული თემის სინაგოგის რაბინი გამოეხმაურა და ვიდეო გაავრცელა. ნათან ბენ-ნუნმა სინაგოგაში ვირტუალური „ტური“ ჩაატარა, საიდანაც ირკვევა, რომ შენობაში არც უკრაინელი სამხედროები და არც იარაღის საცავი არაა. რაბინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სინაგოგა ცარიელია და მხოლოდ ლოცვისთვის გამოიყენება. ბენ-ნუნი სინაგოგაში სამხედროების ყოფნის შესახებ ბრალდებებს ყალბ ამბავს  უწოდებს.

რუსეთის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომლებიც მათივე მტკიცებით „სინაგოგაში ნაციონალისტების“ ყოფნას ადასტურებენ, რაბინ ნახმანის სახელობის ფონდის წარმომადგენელი, ირინა რიბნიცკაია გამოეხმაურა. „Haaretz-თან“ საუბრისას რიბნიცკაიამ განაცხადა, რომ რუსების მიერ გავრცელებულ ფოტოებზე  ჩანს, რომ სინაგოგის ტერიტორია ცარიელია და  და ფოტოებზე ასახული პირები სინაგოგის ტერიტორიაზე არ არიან.” 

აღსანიშნავი ისიც, რომ  სურათებზე აღბეჭდილი სატვირთო მანქანაში მხოლოდ და მხოლოდ საძილე ტომრები და ქვეშსაგებები ჩანს, რაც შეეხება საბრძოლო მასალას, იგი არცერთ ფოტოში წარმოდგენილი არაა. 

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული მტკიცებები, რომ უკრაინელები სინაგოგას ტყვია-წამლის საწყობად იყენებენ, არის ტყუილი. მათ მიერ გავრცელებული კადრები და სინაგოგის რაბინის მიერ გავრცელებული ვიდეო მოწმობს, რომ სინაგოგა ცარიელი და მის ტერიტორიაზე სამხედრო მასალა განთავსებული არაა.  

-----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ნეონაცისტები
ბუჩა
უმანი
სინაგოგა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა