იტვირთება

რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელდა უკრაინული მედლის ფოტოები წარწერით- „ყირიმის აღებისთვის“ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7, ბმული 8). პოსტის ავტორები ამტკიცებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყირიმზე თავდასხმას და მის აღებას გეგმავდნენ, მათ შორის NATO-ს ძალების მხარდაჭერით. „ადგილობრივი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისების ცნობით, მომზადდა მედლები „უკრაინის გმირებისათვის“- წერია პოსტებში. მედლებთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს სიგელიც, რომლის ბოლოსაც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სახელის ინიციალებია დატანილი- "В.А Зеленський.

რეალურად, ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინული მხარე ყირიმზე თავდასხმას და მის აღებას ძალის გამოყენებით აპირებდა, რის გამოც წინასწარ უკრაინელი ჯარისკაცების გადასაცემი მედლებიც დაამზადეს, სიმართლეს არ შეესაბამება. რუსულ სოციალურ ქსელში გავრცელებული მედლისა და სიგელის ფოტოებიც ყალბია.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოებზე გამოსახული „სიგელები“ ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცლებია. ამასთან, პრეზიდენტ ზელენსკის ინიციალები „სიგელებზე“ შეცდომით არის დატანილი. სიგელების ბოლოს პრეზიდენ ზელენსკის სახელის და მამის სახელის ინიციალებად მითითებულია "В.А.", მაშინ როდესაც უკრაინულად მისი სახელის ინიციალები აღნიშნება, როგორც "В.О."- ვოლოდიმირ ოლექსნდრეს ძე ("Володимир Олександрович").

კონკრეტულ ყალბ ამბავს StopFake-ც გამოეხმაურა. სტატიაში აღნიშნულია, რომ მედლისა და სიგელების სიყალბეს სიგელზე დატანილ ტექსტში არსებული ბევრი შეცდომაც ადასტურებს. როგორც StopFake განმარტავს, ცნება «Наказ Президента Украины» მსგავსი ფორმულირებით საერთოდ არ გამოიყენება და ამ ტერმინის სწორი იურიდიული ფორმა «Указ Президента Украины»-აა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებზე გამოსახული მედალი უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების სიაში არც იძებნება და ვიზუალურად არც ერთ მათგანს შეესაბამება.

აღნიშნული მაგალითიც ცხადყოფს, რომ რუსული დეზინფორმაციული კამპანია ცდილობს უკრაინა აგრესორად წარმოაჩინოს და უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებები გაამართლოს.

შესაბამისად, ცხადია, რომ რუსული დეზინფორმაციული კამპანია ცდილობს უკრაინა აგრესორად წარმოაჩინოს და მშვიდობიანი ქვეყნაში შეჭრა გაამართლოს ჰიპოთეტური „ყირიმზე გარდაუვალი თავდასხმით“, რისი მტკიცებულებაც რეალურად არ არსებობს.

-----------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4664 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი