იტვირთება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც რამდენიმე ადამიანი სუპერმარკეტში შეუსაბამოდ იქცევა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს (მაგალითად, იხილეთ ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). როგორც ვიდეოზე დატანილ ტექსტშია მითითებული, ვიდეო პოლონეთშია გადაღებული და მისი მონაწილეები უკრაინელები (ომისგან გაქცეული ლტოლვილები) არიან. ვიდეო ომის შედეგად ლტოლვილად ქცეული უკრაინელების დისკრედიტაციასა და მოსახლეობაში მათი მიმღებლობის შემცირებას ემსახურება. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოს აქვს აღწერა - „ძალიან მალე ლატვიაში“, რაც ლატვიაში უკრაინელი ლტოლვილებისადმი უარყოფითი განწყობის შექმნის მცდელობაა.

რეალურად გავრცელებული ვიდეო ძველია და უკრაინელ ლტოლვილებს საერთოდ არ უკავშირდება. ვიდეოს ავთენტურობა გადაამოწმეს უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც - „rebaltica.lv (Re:Check)” და პოლონურმა „demagog.org.pl”. მათ თანახმად, ფაქტს, რომ ვიდეო უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდს არ ემთხვევა, ადასტურებს ვიდეოში ნაჩვენები მაღაზიის დახლებზე გასაყიდად დადებული ხილი, რომელსაც სუპერმარკეტების აღნიშნული ქსელი თებერვალსა და მარტში არ ყიდის. ასევე, ვიდეოში ნაჩვენებ ზოგ ადამიანს თებერვალი-მარტის პერიოდისთვის საკმაოდ თხლად აცვია.

ასევე, ზუსტად იდენტური ვიდეო გამოქვეყნებულია 2021 წლის ივნისში, რაც ადასტურებს, რომ ვიდეოს უკრაინა-რუსეთის ომთან ან უკრაინელ ლტოლვილებთან საერთო არაფერი არაფერი აქვს. მაგალითად, იხილეთ 2021 წელს გამოქვეყნებული იდენტური ვიდეოები ბმული 1-ზე და ბმული 2-ზე. ამასთან, ერთ-ერთი ვიდეოს metadata-ს ანალიზი აჩვენებს, რომ ის 2021 წლის 6 ივნისს არის გადაღებული (იხილეთ ვიდეოს ბმული და metadata-ს ბმული).

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4677 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი