• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ბათუმის მერიის სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს კომპანია, რომლის მფლობელიც ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს ხელმძღვანელობდა

ბათუმის მერიის სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს კომპანია, რომლის მფლობელიც ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს ხელმძღვანელობდა

შპს „აგრო დეკორ სერვისი“, რომელიც არაერთ სახელმწიფო შესყიდვაშია გამარჯვებული, 1996 წელს დაფუძნდა. საჯარო რეესტრის 2010 წლის ამონაწერით, მისი დირექტორი და ერთპიროვნული წარმომადგენელი ლევან ჭანუყვაძეა

22/03/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

შპს „აგრო დეკორ სერვისი“, რომელიც არაერთ სახელმწიფო შესყიდვაშია გამარჯვებული, 1996 წელს დაფუძნდა. საჯარო რეესტრის 2010 წლის ამონაწერით, მისი დირექტორი და ერთპიროვნული წარმომადგენელი ლევან ჭანუყვაძეა. ბოლო ამონაწერის თანახმად ის დირექტორის პოზიციას აღარ იკავებს, თუმცა კომპანიის 100%-იანი წილის მმართველად რჩება. 

კომპანია სახელმწიფო ტენდერებში 2011 წლიდან მონაწილეობს. დღევანდელი მდგომარეობით, სამოცდაათამდე ტენდერიდან, რომლებშიც გაიმარჯვა, უმეტესობაში კონკურენტი არ ჰყოლია. რამდენიმე შემთხვევაში კი გამარჯვება კონკურენტის დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო. 

„ფაქტ-მეტრმა“ შპს „აგრო დეკორ სერვისს“ ყურადღება იმიტომ მიაქცია, რომ მისი 100%-იანი წილის მმართველი ლევან ჭანუყვაძე, 2017 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილ ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს“ ხელმძღვანელობდა. მას მუნიციპალური ორგანიზაციის დირექტორის პოზიცია უკვე აღარ უჭირავს. თუმცა საინტერესოა, რომ მისი დირექტორობის პერიოდში „აგრო დეკორ სერვისმა“ არაერთ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა შპს „აგრო დეკორ სერვისთან“ არაერთი კონტრაქტი გააფორმა. ანუ მუნიციპალური ორგანიზაცია, რომლის დირექტორიც ჭანუყვაძე იყო, მრავალწლიან და ერთწლიან მცენარეებს, ტყეკაფვასა და მებაღჩეობასთან დაკავშირებულ პროდუქტს ყიდულობს ჭანუყვაძისავე კუთვნილი კომპანიისგან. შესყიდვები ძირითადად 2018 წლიდან იწყება, მას შემდეგ, რაც ჭანუყვაძე მერიის ორგანიზაციაში დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. მხოლოდ ამ ერთ შემსყიდველთან შპს „აგრო დეკორ სერვისმა“ 652 000 ლარზე მეტი ღირებულების  ხელშეკრულებები გააფორმა. 

საინტერესო დეტალია ისიც, რომ გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების ხელმძღვანელის პოზიციიდან წასვლის შემდეგ, ჭანუყვაძე მის კუთვნილ კომპანიაში დირექტორად არ ფიქსირდება, თუმცა „აგრო დეკორ სერვისის“ მოქმედმა დირექტორმა, 2018 წელს, ერთ-ერთი შესყიდვის ფარგლებში, ნოტარიულად გააფორმა მინდობილობა და ჭანუყვაძეს გადასცა ყველა უფლება, რომ ყოფილიყო მისი წარმომადგენელი ბათუმის მერიაში, მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ნებისმიერ სამსახურში, მათ შორის, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში, რომელსაც რამდენიმე თვით ადრე თვითონ ჭანუყვაძე ხელმძღვანელობდა. საუბარია ამ მუნიციპალური ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, რომელშიც „აგრო დეკორ სერვისი“ ერთადერთი მონაწილე იყო და 402 950-ლარიანი ხელშეკრულება მიიღო.

„აგრო დეკორ სერვისის“ პროდუქტის შემსყიდველები არიან ასევე სხვა მუნიციპალური ორგანიზაციები: ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის კორპუსი, ქობულეთის გამწვანება, აგროსერვის ცენტრი და სხვა. კომპანიასთან არაერთი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სსიპ „ბათუმის ბულვარსაც“. კომპანიას მიღებული აქვს, ჯამში, 2 მლნ 300 ათას ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება.

გარდა ამისა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ კომპანიასთან ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვით გააფორმა. სახელმწიფო ტენდერები, რომლებშიც შპს „აგრო დეკორ სერვისმა“ გაიმარჯვა იხილეთ დანართში.

ფოტო: Georgian Travel Guide

თეგები:
გრინსერვისი+
რეკონსტრუქცია
გამწვანება
აგრო დეკორ სერვისი
ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში შემცირებული რიცხვია

    [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლნ ლარი დაჯდება

    მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა