• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ბრიტანელი მოხალისეები უკრაინაში წასვლისთვის დაისჯებიან

დეზინფორმაცია: ბრიტანელი მოხალისეები უკრაინაში წასვლისთვის დაისჯებიან

ვერდიქტი: მანიპულირება

16/03/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

2022 წლის 10 მარტს, Facebook-გვერდმა „TV თავისუფალი არხი - Free Channel” ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ბრიტანეთიდან უკრაინაში წამსვლელი მოხალისეების შესახებ არის საუბარი. ვიდეოს თან აღწერაც ახლავს, რომელშიც ვკითხულობთ - „ბენ უოლესი: ის მოხალისეები რომლებიც უკრაინაში წავლენ დაისჯებიან ბრიტანეთში დაბრუნებისთანავე“. 

კონკრეტულად სიუჟეტში ნათქვამია: „TV თავისუფალი არხი - Free Channel” ვიდეოში ნათქვამია: „დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ვინ უკრაინაში მოხალისედ გაემგზავრება, სისხლის სამართლის წესით დაისჯება ბრიტანეთში დაბრუნებისთანავე. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები მკაცრად გააფრთხილა: ის მოხალისეები რომლებიც უკრაინაში წავლენ დაისჯებიან ბრიტანეთში დაბრუნებისთანავე. მან ასევე გააფრთხილა სხვა ბრიტანელები უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. ჩემი როგორც უშიშროების მინისტრის გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა იმ ადამიანებზე, რომ შეუერთდნენ ქურთულ მილიციას სირიაში და სხვა ორგანიზაციებში, ცუდად დასრულდა. ასევე თქვენი ეს ნაბიჯი ცუდად დასრულდება - განაცხადა ბენ უოლესმა“. რეალურად, „TV თავისუფალი არხი - Free Channel”-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ინფორმაცია არასრული კონტექსტით არის წარმოდგენილი, რაც მაყურებელს ბრიტანეთის მთავრობის პოლიტიკაზე უკრაინაში წამსვლელი მოხალისეების მიმართ  მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის  და  მცდარ სურათს წარმოაჩენს, თითქოს თავდაცვის მინისტრის განცხადება ყველა მოხალისეს მიემართება. 

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განცხადება შესაძლო სამართლებრივი სასჯელის შესახებ ნამდვილად გააკეთა. თუმცა, იმ ბრიტანელი ჯარისკაცების მისამართით, რომლებმაც სამხედრო სამსახური თვითნებურად დატოვეს და უკრაინაში საბრძოლველად წავიდნენ. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ეს პირებს ბრიტანეთში დაბრუნების შემდგომ შესაძლოა, დეზერტირობისათვის დაისაჯონ. 

ბრიტანეთის არმიიდან 4 ჯარისკაცისა და ბრიტანეთის არმიის ერთ-ერთი რეგულარული პოლკის Coldstream Guards-ის (დედოფლის პრესტიჟული დაცვის სამსახური) 19 წლის წარმომადგენლის უკრაინაში საბრძოლველად წასვლის შესახებ ცნობები გავრცელდა. ამ ფაქტს მოგვიანებით თავდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა. ამდენად, თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადება სამხედრო სასამართლოს წინაშე წარდგომის შესახებ, ზემოთხსენებულ კონკრეტულ შემთხვევებსა და ამჟამად ბრიტანეთის არმიაში მოქმედ მომსახურე სამხედრო პირებზე ვრცელდება და არა ზოგადად ყველა მოხალისეობის მსურველ პირზე. 

ამასთან, უოლესმა მოხალისეობის მსურველ ბრიტანეთის მოქალაქეებსაც (არასამხედრო პირებს) მიმართა და მათ უკრაინაში დაწყებული ომის სერიოზულობაზე დაფიქრება ურჩია და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ომი არ არის ის ადგილი, სადაც შესაძლოა „სელფების“ გადასაღებად „ექვსი კვირით“ წახვიდე- „თუ თქვენ იქ აღმოჩნდებით, მაშინ ჩაებმებით მთლიან თამაშში. თქვენ იქ არ წახვალთ „სელფის“ გადასაღებად ან მხოლოდ ექვსი კვირით, თქვენ რეალურად ომში ხართ“. 

ბრიტანელ სამხედროებს ომში წასვლისკენ თავის შეკავება ურჩია ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰეპმაც. ჯეიმს ჰეპის თქმით, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებიან, თუ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გაემგზავრებიან. ჰეპის თქმით: „ადამიანებს ჰგონიათ, რომ რამდენიმე კვირით შეუძლიათ ჩასვლა უკრაინაში საბრძოლველად სელფების გადასაღებად „ინსტაგრამისთვის“ და სამშობლოში დაბრუნება, რაც არაა სწორი, რადგან უკრაინელები მათ გვერდით საბრძოლველად ჩასულ ადამიანებს ასე არ უყურებენ. ისინი ასე არ უნდა მოიქცნენ“. 

ასევე ჰეპის განცხადების მიხედვით, ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების უკრაინაში საბრძოლველად ჩასვლა აჩენს საფრთხეს, რომ რუსეთი დიდ ბრიტანეთს ამ ომში მონაწილე მხარედ გამოაცხადებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა ლიზ ტრასმა მხარდაჭერა განუცხადა იმ მოხალისეებს, რომლებსაც უკრაინაში გამგზავრების სურვილი ექნებოდათ. ტრასის განცხადების შემდგომ, 1500-მა ბრიტანელმა ვეტერანმა უკრაინის ინიციატივით შექმნილ „საერთაშორისო ლეგიონში“ გაწევრიანების სურვილი გამოთქვა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, ბრიტანულ გამოცემა Indepentent-თან საუბარში, მოხალისეთა მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა:  "მე ძალიან მკაფიო ვიქნები ამის შესახებ, რადგან თქვენ არ ხართ მართალი იმაში, რასაც ამბობთ საბრძოლველად მიმავალი მოხალისეების მხარდაჭერაზე, დიდი ბრიტანეთი ამას აქტიურად არ აკეთებს. რა თქმა უნდა, მესმის ადამიანების გრძნობების და ემოციების, რომლებიც ამ კონფლიქტს უკავშირდება, რადგან საერთაშორისო პოლიტიკაში არ მახსენდება დრო, როდესაც განსხვავება სწორსა და არასწორს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის, ასეთი ცხადი ყოფილიყოს. მესმის, რატომ განიცდის ხალხი, მაგრამ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო კონფლიქტთან და მათ წარმართვასთან დაკავშირებით კანონები გვაქვს. NATO თავდაცვითი ორგანიზაციაა. ვფიქრობ, ნებისმიერი ნატო-ს წევრისთვის რუსეთთან კონფლიქტში აქტიურად ჩართვა ძალიან დიდი ნაბიჯია, რომელზეც არცერთი წევრი არ ფიქრობს“. 

ბოლო მონაცემებით, „საერთაშორისო ლეგიონში“ გაწევრიანების მსურველებში 20 000 მოხალისიდან, დაახლოებით 3600  (18 %) ბრიტანელია. ამასთან, Sky News-ის ინტერვიუში, უკრაინის არმიის ქართული ეროვნული ლეგიონის დამფუძნებელმა და მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლველად 300-ზე მეტი ბრიტანელი მოხალისე უკვე წავიდა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელიც უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის რისკის ფონზე დახმარებას უწევდა. ჯერ კიდევ, 17 იანვარს, ბრიტანეთში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ უკრაინისთვის მსუბუქი თავდაცვითი ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღის სისტემები გადაეცათ. უშუალოდ ომის დაწყების შემდგომ, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰეპმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი სხვა 25 სახელმწიფოსთან შეთანხმებით, უკრაინას მეტ „ჰუმანიტარულ ან ლეტალურ“ დახმარებას მიაწვდიდა. აქვე, ბრიტანეთი რუსეთის SWIFT-დან გათიშვას უჭერდა მხარს და მოკავშირეებთან ამ საკითხის ლობირებას აქტიურად ეწეოდა. 

უფრო მოგვიანებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რუსეთის დამარცხების 6-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ბორის ჯონსონის თქმით, აუცილებელია:

1. მსოფლიო ლიდერებმა უკრაინისთვის „საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიციის“ მობილიზება;

2. უკრაინის მხარდაჭერა „საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მცდელობებში“. 

3. რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება; 

4.უკრაინაში რუსეთის ქმედებების „მცოცავ ნორმალიზებისთვის“ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა; 

5. ომის შესახებ დიპლომატიური გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების სრული თანამონაწილეობით. 

6. NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების და სიმტკიცის გაძლიერების კამპანიის წარმოება.

ბრიტანეთის მიერ გაწეულ დახმარებას გამოეხმაურნენ რუსეთშიც. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „რუსეთი არ დაივიწყებს ბრიტანეთის უკრაინის ულტრანაციონალისტურ ძალებთან თანამშრომლობის სურვილსა და კიევის რეჟიმისთვის ბრიტანული იარაღის მიწოდებას“.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
Forte dei Marmi
რუსული
ნეონაცისტები
ბუჩა
მოხალისეები
ნინო ჩოხელი
ნინო ჩოხელი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა