2022 წლის 24 თებერვალს სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშრებით არაერთი არაავთენტური ვიდეო თუ ფოტომასალა გავრცელდა. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოზე ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მოქმედებაა გამოსახული, რომელიც სინამდვილეში ამჟამინდელ საომარ ვითარებას არ ასახავს.(ბმული 1, ბმული 2, ბმული 3)

სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო არც რუსეთ-უკრაინის ომს და არც რომელიმე რეალური ომის მოვლენებს არ ასახავს. კადრები ვიდეოთამაშიდან - War Thunder - არის აღებული, რომელიც YouTube-ზე 2021 წლის 15 დეკემბერს არხმა - Pandramodo - გამოაქვეყნა:

აღნიშნული კადრების ამჟამინდელ მოვლენებთან კავშირის არარსებობის შესახებ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო პლატფორმებმაც დაწერეს (ბმული 1,ბმული 2, ბმული 3).

------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.