იტვირთება

2022 წლის 24 თებერვალს ქართულ და უცხოურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ერთ-ერთ შენობაზე რუსული დროში აღმართვაა გამოსახული (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). გავრცელებული ფოტოს თან ახლავს წარწერები ხარკოვის აღების შესახებ, რომელიც ამჟამინდელ მოვლენებთანაა გაიგივებული.

სინამდვილეში, აღნიშნული ფოტო 2014 წელსაა გადაღებული, რომელიც მარტში პრორუსი აქტივობების მიერ ხარკოვის რეგიონული საბჭოს შენობაზე რუსეთის დროშის აღმართვას ასახავს:

სოციალურ ქსელში არაერთი მსგავსი დეზინფორმაციული ფოტო და ვიდეო გავრცელდა, რომელიც ძირითადად პრორუსული წყაროების მიერ ვრცელდება და მიზნად უკრაინის სისუსტისა და რუსეთის გამარჯვების წარმოჩენას ცდილობს.

-----------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4546 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი