2022 წლის 24 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, წარწერით - „რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალები ხარკოვში“, რომელშიც სადესანტო ძალების გადასხმაა ასახული.

აღნიშნული ვიდეო ამჟამინდელ მოვლენებს არ ასახავს. ვიდეო სოციალურ ქსელში ყველაზე ადრე 2016 წელს იძებნება, წარწერით, სადესანტო ძალები რუსეთის ქალაქ როსტოვში.

გავრცელებული ვიდეო სოციალურ ქსელში 2017, 2018 და 2019 წლებშიც გავრცელდა. აღნიშნული კადრების ამჟამინდელ მოვლენებთან კავშირის არარსებობის შესახებ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო პლატფორმებმაც დაწერეს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

---------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი