იტვირთება

ალტ-ინფომ“ და ტელეკომპანია „სეზონმა“ გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელსაც თან შემდეგი აღწერა დაურთეს:

„გავრცელდა ინფორმაცია რომ თითქოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა იარაღი დაყარეს და ლნრ-ის მხარეს გადავიდნენ.“ (ტელეკომპანია „სეზონი“)

„უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა იარაღი დაყარეს და ლნრ-ის მხარეს გადავიდნენ. დონბასი, უკრაინა.“ („ალტ-ინფო“)

გავრცელებულ ვიდეოს ხმა არ აქვს, ხოლო არაიდენტიფიცირებადია თუ ვისი სამხედროები არიან ან როდის არის ვიდეო გადაღებული.

უკრაინის 57-ე არმიის ჯარისკაცების დანებებისა და ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მხარეს გადასვლის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა. თუმცა ის რეალობას არ შეესაბამება და დეზინფორმაცია აღმოჩნდა. გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა. მან ინფორმაცია უარყო და ყალბი ამბავი უწოდა.

შესაბამისად, „ალტ-ინფომ“ და „სეზონმა“ გაავრცელეს გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ინფორმაცია ვიდეოზე დაყრდნობით, რომლითაც მათი გავრცელებული ინფორმაციის ვერიფიკაცია შეუძლებელია. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული მედიის მიერ გავრცელებული იმავე შინაარსის ინფორმაცია ყალბ ამბავს წარმოადგენს. შესაბამისად, „ალტ-ინფოსა“ და „სეზონის“ პოსტები მცდარ ინფორმაციას შეიცავს.

----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4546 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი