• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: დევი ჭანკოტაძემ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთს ომს დრონების მეშვეობით მოუგებს

დეზინფორმაცია: დევი ჭანკოტაძემ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთს ომს დრონების მეშვეობით მოუგებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/02/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ანტი-დასავლური Facebook-გვერდის „Antiliberal League - ანტილიბერალური ლიგას“ მიერ 13 თებერვალს გავრცელებული ყალბი ამბის მიხედვით, გენერალ-ლეიტენანტმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა, რომ „რუსეთის არმიას კიევის აღება არ შეუძლია. უკრაინა ომს აუცილებლად მოიგებს [რადგან] მათ დრონები აქვთ“.

იხ. Facebook-პოსტი

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიასა და მის საზღვრებთან დიდი რაოდენობით სამხედრო ძალის მობილიზების შედეგად წარმოქმნილი კრიზისის ფონზე, გენერალმა დევი ჭანკოტაძემ საკითხთან დაკავშირებით, მედიაში კომენტარი არაერთხელ გააკეთა. თუმცა, ღია წყაროებში ჭანკოტაძის ეს ციტატა არ იძებნება. ჩვენ მიერ განსახილველი Facebook-პოსტის გამოქვეყნებამდე (13 თებერვალი), ჭანკოტაძემ ინტერვიუ ტელეკომპანია „ტვ პირველს“ მისცა, სადაც მან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სამხედრო მოქმედების დაწყების ალბათობასა და შესაძლო მასშტაბებზე ისაუბრა. გადაცემაში საუბრისას, დევი ჭანკოტაძემ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, უკრაინის ტერიტორიასა და მის საზღვრებთან მობილიზებული ძალების არასაკმარისი რაოდენობის, ხოლო, მეორე მხრივ, მოულოდნელობის ეფექტის არარსებობის გამო, კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა:

„...ის კონტინგენტი, რომელიც არის ახლა [უკრაინის] საზღვრებთან, რა ამოცანა უნდა ჰქონდეთ? კიევის აღება? ვთქვათ აიღეს კიევი - ჯერ ერთი, მე მაგას არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ ძალა არ ეყოფათ. რომ აიღონ, ყველაზე ადვილია აღება, ყველაზე ძნელია შენარჩუნება, ანუ, ვერ შეინარჩუნებ - ეგ ერთი ფაქტორი. მეორე ფაქტორი - ამ შეჭრას მოჰყვება ძალიან დიდი მსხვერპლი, რომელსაც ოკუპანტი განიცდის...და მესამე ფაქტორი, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების ჩარევა - ანუ, უკვე ყველაფერი არის გამჭვირვალედ....“

დევი ჭანკოტაძემ 12 თებერვალს მიცემულ ამ ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა სამხედრო თვალსაზრისით მომგებიანი არ არის. გენერლის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიასა და მის საზღვრებთან ამჟამად მობილიზებული ძალების მეშვეობით სამხედრო ინტერვენციის განხორციელების შემთხვევაში, რუსული ჯარები უკრაინის სამხრეთ მიმართულებით იაქტიურებენ, რადგან ჭანკოტაძე მიიჩნევს, რომ კრემლის მთავარი ამოცანა ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე სევასტოპოლის პორტის შენარჩუნებაა - ჭანკოტაძეს თქმით, სევასტოპოლზე კონტროლის გარეშე, კრემლის გავლენა შავ ზღვაზე მნიშვნელოვნად შემცირდება. აღნიშნულის გამო, გენერლის აზრით, ომის შემთხვევაში, რუსული სამხედრო ძალები აზოვის ზღვის სანაპირო ზოლის, მარიუპოლისა და მელიტოპოლის აღებასა და ნახევარკუნძულთან პირდაპირი სახმელეთო კავშირის დამყარებას ეცდებიან, რის შედეგადაც მოსკოვი ყირიმის ნახევარკუნძულს ჩრდილოეთიდან „დაიცავს“. დევი ჭანკოტაძის თქმით, პარალელურად, რუსეთის ამოცანები შესაძლოა მოიცავდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოზიციების განმტკიცებას ადგილზე სამხედრო ბაზების შექმნით, ხოლო მოგვიანებით, მცოცავი ოკუპაციის პროცესის დაწყებას.

ამდენად, პრორუსული და ანტიდასავლური გვერდის, „Antiliberal League - ანტილიბერალური ლიგას“ მიერ წარმოდგენილი ციტატა, სადაც დევი ჭანკოტაძე, თითქოს, აცხადებს, რომ „რუსეთის არმიას კიევის აღება არ შეუძლია. უკრაინა ომს აუცილებლად მოიგებს [რადგან] მათ დრონები აქვთ", ყალბია. ჭანკოტაძემ საკითხზე მსჯელობის დროს დაუშვა, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინის დედაქალაქი აიღოს, თუმცა ამასთან, თქვა, რომ კიევის აღების შემთხვევაში, რუსეთი მის შენარჩუნებას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ, დაასკვნა, რომ რუსეთს უკრაინასა და მის გარშემო მობილიზებული ძალების გათვალისწინებით, ასეთი მიზანი არ გააჩნია. ამასთან, რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირებაში გამარჯვებულის საკითხთან დაკავშირებით, 12 თებერვლის ინტერვიუში, ჭანკოტაძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ომის ბედს გადაწყვეტდა ის, თუ რამდენად წარმატებით მოახერხებენ უკრაინული ძალები რუსეთის უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის შემთხვევაში, რუსული საჰაერო აპარატების განადგურებას. Facebook-გვერდ „Antiliberal League - ანტილიბერალური ლიგას“ მტკიცების საპირისპიროდ კი, ჭანკოტაძეს არ უთქვამს, რომ უკრაინა დრონების მეშვეობით რუსეთთან ომს აუცილებლად მოიგებს.

აღსანიშნავია, რომ დევი ჭანკოტაძემ მოცემული პოზიცია 19 თებერვალს „ტვ პირველის“ ეთერში კვლავ დააფიქსირა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში არ მოხდება, რადგან ამისათვის რუსეთს უკრაინის საზღვრის სიახლოვეს გაცილებით უფრო მეტი სამხედროს მობილიზება სჭირდება, ვიდრე მას ამჟამად ჰყავს. ჭანკოტაძის აზრით, მაქსიმალური, რისი გაკეთებაც რუსეთს უკრაინასა და მის საზღვრებთან ამჟამად მობილიზებული ძალებით შეუძლია, აზოვის ზღვის სანაპირო ზოლის რეგიონისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდინარე დნეპრამდე მდებარე ტერიტორიის დაკავებაა.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა