• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გორის მერიამ ევროკავშირის პროექტი დათქმულ ვადებში ვერ დაასრულა  -  ხარჯებს აუდიტი სწავლობს

გორის მერიამ ევროკავშირის პროექტი დათქმულ ვადებში ვერ დაასრულა - ხარჯებს აუდიტი სწავლობს

გორის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირს, მიღებული გრანტის დახურვისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების გახანგრძლივებას სთხოვს

18/02/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

გორის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირს, მიღებული გრანტის დახურვისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების გახანგრძლივებას სთხოვს. პროექტი 2018- 2020 წლებს მოიცავდა, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა.  უწყება  პროექტის გახანგრძლივების მოთხოვნას პანდემიას უკავშირებს, თუმცა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შესწავლის შედეგად, სხვა გარემოებები გამოიკვეთა.   

ევროკავშირის მიერ გაცემული გრანტის გახარჯვას კერძო აუდიტორული კომპანიაც სწავლობს, რისთვისაც მერიამ 42 000 ლარი გადაიხადა. ეს მომსახურება საგრანტო ხელშეკრულებაში თავიდანვე იყო გათვალისწინებული. 

საგრანტო განაცხადი გორის მერიამ ა(ა)იპ სტრატეგიული განვითარების ცენტრის სახელით, 2017 წლის მაისში შეიტანა. ევროკავშირმა კი პროექტი 1 მლნ 800 ათასი ლარით (695 997 ევრო)  დააფინანსა. ამ თანხის გარდა, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, გორის მერიას - თავის მხრივ, 300 000 ლარი  უნდა დაეხარჯა (15%). პროექტი 2018-2020 წლის პერიოდს მოიცავდა, თუმცა ირკვევა, რომ ამ დროისთვის   ძირითადად ევროკავშირის მიერ გამოყოფილი საგრანტო თანხაა ათვისებული. გორის მერიის ინფორმაციით, უწყებამ 2018 წელს ევროკავშირის საგრანტო პროექტით  695 997 ევრო მიიღო, თუმცა მეოთხე წლის დასაწყისში ამ თანხიდან  65 719  ევრო ისევ ასათვისებელია. გორის მერიის მიერ აღებული ვალდებულება 15%-ით იყო განსაზღვრული. 

გრაფიკი 1: გორის მერიის მიერ მიღებული ევროკავშირის გრანტის ხარჯვა 2022 წლისთვის: 

წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერია

ევროკავშირის გრანტის მიღების შემდეგ, ადგილობრივ ბიუჯეტს ახალი პროგრამა დაემატა, სახელწოდებით „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარებისთვის“. 2018-2022 წლებში აღნიშნული პროგრამისთვის ჯამურად 2 585 500 ლარია გაწერილი. 

რაში დახარჯა გორის მერიამ ევროკავშირის გრანტი? 

ევროკავშირის გრანტით მიღებული თანხა გორის მერიას 2018-2020 წლებში  ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის უნდა დაეხარჯა. ასევე გათვალისწინებული იყო ლომჭაბუკის სკვერისა და იქ არსებული საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია.

„პროექტის მიზანია საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურიზმის სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესისათვის შესაძლებლობების შექმნა, ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, მათი უნარების გაძლიერება ტრენინგების, სტაჟირებისა და ბიზნეს-კონსულტაციების სერვისის გზით“,-აცხადებდნენ მერიაში. 

ამჟამად კი განმარტავენ, რომ ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, პროექტი ისევ მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმიანობების ნაწილის განხორციელება პანდემიის პირობებში შეუძლებელი გახდა, რის გამოც, 2021 წლის დასაწყისში, ევროკავშირთან ახალი შეთანხმება (ხელშეკრულების დამატება) გაფორმდა. შედეგად, შეიცვალა შეთანხმების პირობებიც. გარკვეული სახის ღონისძიებების ნაცვლად, მერიამ მტკვარზე არსებული, კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლის, „ძველი ხიდის“ რესტავრაცია გადაწყვიტა და „ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“  მისი ექპერტიზა დაუკვეთა. დადგინდა, რომ ხიდის რესტავრაცია შეუძლებელია გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების გარეშე, რომლის ხარჯსაც საგრანტო პროექტი არ ითვალისწინებდა. 

„მიმდინარეობს  შეთანხმების პროცესი ევროკავშირთან, რათა გახანგრძლივდეს პროექტის ვადა, გაიზარდოს მუნიციპალიტეტის ფინანსური კონტრიბუცია და იმგვარად შეიცვალოს პროექტის ბიუჯეტი, რომ შესაძლებელი გახდეს ხიდის სრულმასშტაბიანი გამაგრებითი და სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელება“,- წერია მერიის წერილში. 

გორის მერიამ მდინარე მტკვარზე განთავსებული ხიდის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა 2021 წლის დეკემბერში დაგეგმა, რისთვისაც 1 326 530 ლარი გაითვალისწინა, თუმცა ტენდერი ჩავარდა. შესაბამისად, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადებისთვის  11 ათასი ლარიც  უშედეგოდ დაიხარჯა.  

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისგან მიღებული გრანტის ფარგლებში გორის მერიამ ამ დრომდე 17 შესყიდვა განახორციელა. მიმწოდებლებს შორის სს სამშენებლო ტრესტი #3 ლიდერობს. ამ კომპანიასთან 2019 წელს, გორის მერიამ 3 449 877 ლარის სატენდერო ხელშეკრულება გააფორმა, აქედან 1 561 062 ლარის - ევროკავშირის გრანტის ფარგლებში. 

რაც შეეხება მიღებული გრანტის გახარჯვის საკითხს,  გორის მერიაში აცხადებენ, რომ აუთვისებელ ნაწილზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ინფორმაცია პროექტის დასრულებისას ექნებათ. ეს ვადა კი არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ჯერ ისევ გაურკვეველია.    

თეგები:
სტატისტიკა
გრანტი
რეორგანიზაციის პროექტი
ნინო ჩიბჩიური
ნინო ჩიბჩიური

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა