• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
პრემიერის განცხადება ანტივაქსერულ განწყობებს აღვივებს

პრემიერის განცხადება ანტივაქსერულ განწყობებს აღვივებს

რატომ იყო პრობლემური პრემიერის განცხადება

15/02/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა, ასევე ბუნებრივი იმუნიტეტი „ომიკრონით“ ინფიცირებისგან ნაკლებად გვიცავს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მითია, თითქოს ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ არ მოქმედებს. სრული ვაქცინაცია და ბუსტერ დოზა, COVID-19-ის ყველა შტამის, მათ შორის - „ომიკრონის“ შემთხვევაში, დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან იცავს. ამასთან, „ომიკრონი“ განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს იმ ქვეყნებში წარმოადგენს, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. 

პრემიერის განცხადება - „ვაქცინა ომიკრონის შემთხვევაში უმეტესად არ მუშაობს“ შეეხებოდა მხოლოდ ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელს და ამით  მწვანე პასპორტის გაუქმების გადაწყვეტილება ახსნა. განცხადების ამგვარი ფორმულირება  ვაქცინაციის პროცესისთვის დამაზიანებელია. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულად დაბალია, მთავრობის და მისი მეთაურის მიზანი მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია და აცრის მნიშვნელობაში მოქალაქეების დარწმუნება უნდა იყოს. ნაცვლად ამისა, მთავრობის მეთაურის აღნიშნული საჯარო განცხადება მხოლოდ ანტივაქსერულ განწყობებს აღვივებს. 

ანალიზი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა: „ომიკრონის შემთხვევაში, ძალიან ბევრ შემთხვევაში, უმეტესობაში ვაქცინა არ მუშაობს ანუ ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება ომიკრონი“. აღნიშნული განცხადებით პრემიერმა მწვანე პასპორტის გაუქმების გადაწყვეტილება ახსნა. პარალელურად, მან ასევე ისაუბრა ვაქცინაციის აუცილებლობაზე რისკ ჯგუფებში.

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის დონე კრიტიკულად დაბალია (სრულად ვაქცინირებულია მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 33%), რაც, დიდწილად, მავნე დეზინფორმაციის შედეგია, მნიშვნელოვანია მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს. ამ დროს, პრემიერის აქცენტი, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში ვაქცინები ინფიცირებისგან არ იცავს, ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ისედაც სკეპტიკურ განწყობებს, კიდევ უფრო აძლიერებს.

სახელმწიფოსგან განსხვავებით, ანტივაქსერები პანდემიის დაწყების დღიდან აქტიურობდნენ, ისინი არც ვაქცინებისთვის ავტორიზაციის მინიჭებას დალოდებიან და არც ავტორიზებული ვაქცინების საქართველოში შემოტანას, რომ საზოგადოებაში კოვიდსაწინააღმდეგო აცრების შესახებ ნეგატიური განწყობები შეექმნათ. დეზინფორმაცია, რომელსაც ისინი თვეებია კამპანიურად ავრცელებენ, საბოლოოდ, ვაქცინების კორონავირუსზე უფრო სახიფათოდ წარმოჩენას და მოქალაქეთა დარწმუნებას ისახავდა მიზნად, რომ არ აცრილიყვნენ.  ბოლო პერიოდში ანტივაქსერების მთავარი „არგუმენტი“ სწორედ ის გახდა, რომ თითქოს „ომიკრონი“ჩვეულებრივი გაციებაა და ვაქცინა მისგან ვერ გვიცავს. ამ კონტექსტში, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი მწვანე პასპორტების შეჩერების საკითხზე საუბრობდა, მისი განცხადება, საბოლოოდ, ვაქცინაციის პროცესისთვის არის დამაზიანებელი და სწორედ ანტივაქსერების არგუმენტს აძლიერებს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერის განცხადებიდან მალევე მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დამატებითი განმარტება გააკეთა: „ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაიწყო სრულიად უსაგნო და უსაფუძვლო სპეკულაცია. განცხადება ამოგლეჯილია კონტექსტიდან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც ცნობილია, ვაქცინა არის არა ვირუსის შეხვედრისგან თავდაცვის, არამედ მისი გართულების თავიდან აცილების საშუალება და მან პირადი მაგალითიც დაასახელა, რამდენად მარტივად გადაიტანა „ომიკრონი“, ვინაიდან იყო სრულად ვაქცინირებული „ფაიზერის“ ვაქცინით. 

ეს განცხადება გაკეთებული იყო მწვანე პასპორტების გაუქმების კონტექსტში, ვინაიდან ახალი რეალობის გათვალისწინებით, რამდენადაც ვაქცინა არ არის იმის გარანტი, რომ „ომიკრონი“ არ შეგვხვდება, მწვანე პასპორტების მუშაობა აზრს კარგავს“.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას საზოგადოების კრიტიკა იმიტომაც მოჰყვა, რომ რეალურად პრემიერის გამოსვლაში აქცენტი არა ვაქცინის უპირატესობებზე, არამედ მის ინფიცირების წინააღმდეგ ნაკლებ ეფექტურობაზე დაისვა.

რეალურად კი, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელი დაბალია, ვაქცინა დაავადების მძიმე გართულებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან  მნიშვნელოვნად იცავს. ამასთან, „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელია „დელტა“ შტამთან შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, თუმცა ის გაცილებით საშიში დაავადებაა, ვიდრე სეზონური გაციება.  

SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე წინა შტამები. ამჟამინდელი ცნობებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა - „დელტა“ შტამისგან განსხვავებით, უფრო მსუბუქია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ომიკრონი დაავადების გართულებას ან ლეტალობას არ იწვევს. ინფიცირების მომეტებული საფრთხის ფონზე ვაქცინაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ომიკრონი“ განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს იმ ქვეყნებში წარმოადგენს, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, „ომიკრონი“ ჯანდაცვის სექტორისთვის მაღალ რისკს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ „დელტასთან“ შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, ის უპრეცედენტოდ სწრაფად ვრცელდება და ამასთან, COVID-19-ით რეინფიცირების შემთხვევებიც იზრდება. შემთხვევების სწრაფი მატება ჰოსპიტალიზაციას გაზრდის, რაც სამედიცინო სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს და გაძნელდება როგორც COVID-19-ით ინფიცირებული, ისე სხვა დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამების შემთხვევაში Covid-19-ის ვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირდა, არსებული ვაქცინები კორონავირუსის ყველა შტამის შემთხვევაში, ლეტალობის და დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისგან ეფექტურად იცავს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ Pfizer-ის და Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის [ბუსტერი] ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 90%-ია, როგორც დელტას, ასევე ომიკრონის ვარიანტების წინააღმდეგ.

ჯანმოს თანახმად, მითია, თითქოს ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ არ მოქმედებს. სრული ვაქცინაცია და ბუსტერ დოზა, COVID-19-ის ყველა შტამის, მათ შორის - „ომიკრონის“ შემთხვევაში, დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან იცავს. COVID-19 ვაქცინების ეფექტურობა, ისევე როგორც მრავალი სხვა ვაქცინის, მაგალითად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის, დროთა განმავლობაში იკლებს, ამიტომაც აუცილებელია გამაძლიერებელი დოზის [ბუსტერი] მიღება. ბუსტერ დოზით აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფებისთვის - 60 წელზე უფროსი ასაკის პირები; ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ინფექციისგან სერიოზული გართულების რისკის ქვეშ, ასევე ჯანდაცვის მუშაკები.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 1 234 959 ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 33%), ბუსტერ დოზით კი აცრილია მხოლოდ 198 305 ადამიანი. ვაქცინაციის მნიშვნელობიდან და აცრის, განსაკუთრებით გამაძლიერებელი (ბუსტერ) დოზის კრიტიკულად დაბალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და ბუსტერ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. 

1 მლნ მოსახლეზე  გაანგარიშებით, COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებს. სიკვდილიანობის საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი ვაქცინაციის დაბალ დონესთან პირდაპირ კავშირშია. საინფორმაციო კამპანია, რომელსაც ვაქცინებისადმი ნდობა და ვაქცინებზე მოთხოვნა უნდა გაეზარდა, დაგვიანებით დაიწყო და არათანმიმდევრული იყო.  მთავრობამ ვერც შემდგომ პერიოდში უზრუნველყო მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია და აცრის მნიშვნელობაში მოქალაქეების დარწმუნება. რიგ შემთხვევაში კი, მთავრობის მეთაური - საჯარო განცხადებებით, ანტივაქსერულ განწყობებს თავად აღვივებს.  

თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა