• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: Pfizer-ის მონაცემების თანახმად, ვაქცინა აცრილთა 3%-ის მყისიერ სიკვდილს იწვევს

დეზინფორმაცია: Pfizer-ის მონაცემების თანახმად, ვაქცინა აცრილთა 3%-ის მყისიერ სიკვდილს იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11/02/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის 8 თებერვალს Facebook-მომხმარებელმა - დათო სალუქვაძე - Pfizer-ის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციული პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში ნათქვამია, რომ Pfizer-ის მონაცემების მიხედვით, ვაქცინა აცრილთა 3%-ში მყისიერ სიკვდილს იწვევს.

მტკიცება, რომ Pfizer-ის ვაქცინა მყისიერ სიკვდილს იწვევს და ამის შესახებ თავად Pfizer-ი წერს, ყალბია. პოსტში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები 2021 წლის დასაწყისში Pfizer-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდანაა აღებული. დოკუმენტი Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშს წარმოადგენს, რომელიც 2021 წლის 28 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. აღნიშნულ დოკუმენტი არ შეიცავს არცერთ ისეთ მონაცემს, რომელიც ასკვნის, რომ ვაქცინას დაფიქსირებულ სიკვდილიანობასთან რაიმე კავშირი აქვს. 

დოკუმენტის პირველ ცხრილში, რომელიც საანგარიშო პერიოდში მიღებული ყველა შემთხვევის ჯამურ რაოდენობას ასახავს, ნამდვილად წერია გარდაცვლილთა რაოდენობა - 1 223. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარდაცვალება ვაქცინასთან არის დაკავშირებული. დოკუმენტში მოყვანილია ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც კომპანიას სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოებმა გადასცეს. აღნიშნული ორგანოები, თავის მხრივ, მონაცემებს ვაქცინირებული ადამიანების მიერ გაკეთებული განაცხადების მიხედვით იღებენ. ამის გამო, ანგარიშში მოყვანილ ზოგიერთ შემთხვევას კლინიკური ინფორმაცია აკლია. მაგალითად, არ არის ინფორმაცია პირის სამედიცინო ისტორიის, დიაგნოზის, აცრასა და დაავადების გამოვლენას შორის არსებული დროის, ვაქცინის დოზებისა და მიღებული მედიკამენტების შესახებ. შესაბამისად, ანგარიშში მოცემული ინფორმაცია არ მიუთითებს, რომ დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები აუცილებლად ვაქცინასთანაა კავშირში. აღნიშნულ ფაქტორები ანგარიშის მეთოდოლოგიაში გარკვევითაა მითითებული: 

 

დოკუმენტში ასახული მონაცემების შესახებ ფაქტების გადამოწმების პლატფორმა - Factcheck.afp.com – Pfizer-ის საზოგადოებასთან  ურთიერთობის ხელმძღვანელს, დერვილა კინს, დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ანგარიშში მოყვანილი გარდაცვალებათა რიცხვი ვაქცინით გარდაცვალებას არ აღნიშნავს. ეს რიცხვი შესაძლოა მოიცავდეს სხვადასხვა დაავადებით, მაგალითად, კიბოთი ან კარდიოვასკულარული დაავადებებით გარდაცვალებასაც. Pfizer-ის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ჯანდაცვის ორგანოებს მოეთხოვებათ, ვაქცინის შემდგომ დაფიქსირებული გარდაცვალების ნებისმიერი შემთხვევა აღრიცხონ, „მაშინაც კი, თუ გაურკვეველია, იყო, თუ - არა ვაქცინა მიზეზი“.  ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) დაადგინა, რომ დაფიქსირებული სიკვდილიანობის დიდი უმრავლესობა ვაქცინებთან პირდაპირ დაკავშირებული არ არის.

ამრიგად, მტკიცება, რომ Pfizer-ის ვაქცინა მყისიერ სიკვდილს იწვევს და ამის შესახებ თავად Pfizer-ი წერს, ყალბია.

-------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
რომის პაპი
ფაიზერი
სიკვდილი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა