• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით, საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები გაიზარდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით, საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები გაიზარდა

2021 წლის 1 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე, 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

09/02/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის 1 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე, 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 36 539 800 ლარს შეადგენს. დამტკიცებული ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, მარნეულის თვითმმართველობაში მომუშავეთა რიცხოვნობა (შტატში დასაქმებულები) 262 ადამიანით განისაზღვრა. კერძოდ: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში - 218, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში - 32 და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზების სამსახურში კი 12 ადამიანი იმუშავებს, რაც, 2021 წელთან შედარებით, 8 ერთეულით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა 433 500 ლარით არის გაზრდილი და 4 996 000 ლარს  შეადგენს. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდა იგეგმებოდა, რაც 2022 წლის მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტშიც აისახა. აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, ხელფასები გაეზარდათ არა მხოლოდ საჯარო მოხელეებს, არამედ პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც. კერძოდ, მარნეულის მერის ხელფასი 4100 ლარი იყო, წელს კი 5500 ლარს შეადგენს. საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასიც 5500 ლარით განისაზღვრა. მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება კი, 3700 ლარის ნაცვლად, 4400 ლარი იქნება. 

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 4400 ლარი გახდა, ხოლო მეორე და მესამე მოადგილის ხელფასი - 3850-3850 ლარი. 

მარნეულის საკრებულოში სულ ორი ფრაქციაა შექმნილი, კერძოდ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფრაქციების თავმჯდომარეების ხელფასი 3190 ლარი იქნება, რაც ნიშნავს, რომ თითოეულის ანაზღაურება 1390 ლარით იზრდება. 

ამასთანავე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს - 7 მოადგილე, ხოლო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს - 1 მოადგილე ჰყავს. 2022 წლის ბიუჯეტით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 2530 ლარი გახდა.  ზემოხსენებულების გარდა, მარნეულის საკრებულოში შექმნილია 5 კომისია. საკრებულოს გადაწყვეტილებით, კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 3190 ლარი იქნება. 

შრომის ანაზღაურების მთლიანი მოცულობიდან, 191 400 ლარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების პროგრამაზე მოდის. ამ მიმართულებით 12 ადამიანია დასაქმებული. მათი ხელფასების დიდი წილი, 188 400 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან ფინანსდება, ხოლო 3000 ლარი - საკუთარი შემოსავლებიდან. 2021 წელს ხელფასის მთლიანი მოცულობა, იმავე რიცხოვნობის მომუშავისთვის, 174 400 ლარს შეადგენდა, საიდანაც საკუთარი შემოსავლებით ამ თანხის ნახევარზე მეტი ფინანსდებოდა - 87 500 ლარი.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში მომუშავეთა რიცხოვნობის რვა ერთეულით შემცირებას, ის საკრებულოში დასაქმებულებს შეეხო - მარნეულის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში 2021 წელს შრომის ანაზღაურებას, რომელიც 88 500 ლარით იყო განსაზღვრული, 40 ადამიანი იღებდა, წელს კი 32 დასაქმებული 1 033 900 ლარს აიღებს.

რაშან ზიადალიევი
რაშან ზიადალიევი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა