• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: პაატა იმნაძე ამბობს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა აბორტირებული ნაყოფის უჯრედებს შეიცავს

დეზინფორმაცია: პაატა იმნაძე ამბობს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა აბორტირებული ნაყოფის უჯრედებს შეიცავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

09/02/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-სივრცეში პაატა იმნაძის ვიდეო ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3) შემდეგი წარწერით - „პაატა იმნაძე. ფაიზერის ვაქცინის შესახებ“. წუთსა და ოცწამიან ვიდეოში ვისმენთ: „ვაქცინების დიდი ნაწილი, ხაზგასასმელია, ისინი არ შეიცავენ აბორტირებული ნაყოფის უჯრედებს, თუმცა მათი დამზადების ტექნოლოგიის ადრეულ ეტაპზე, გამოიყენება 1973 წელს აბორტირებული ნაყოფის ქსოვილოვანი კულტურის ხაზები, რომლებიც არის მთელი მსოფლიოს ლაბორატორიებში. ანუ ეს არის კლონი, 1973 წელს რომ მოხდა ლეგალური აბორტი, იმ აბორტირებული ნაყოფის კლონი, რომელიც დღემდე გამოიყენება. ვისაც რაღაცა ეთიკური მიზნებით მიაჩნია, რომ ან ფაიზერი, ან ასტრაზენეკა, ამათ შეუძლიათ თავისუფლად გამოიყენონ ჩინური ვაქცინა, რომელიც ტექნოლოგიურად დამზადებულია მაიმუნის ქსოვილებისა...“. აღნიშნული ვიდეო მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება სოციალურ ქსელში და მას ვაქცინის მოწინააღმდეგე ჯგუფები იყენებენ დეზინფორმაციის გასავრცელებლად, თითქოს ვაქცინებში აბორტირებული უჯრედებია.

რეალურად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო 2021 წლის მარტში NCDC-ის მიერ მედიებთან ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრიდან ამონარიდს წარმოადგენს. NCDC-ის წარმომადგენლები მედიებს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინებზე, მათ სარგებელსა და რისკებზე ესაუბრებოდნენ.

პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოშიც ხაზგასმით ამბობს, რომ „ასტრაზენეკას“ თუ „ფაიზერის“ ვაქცინები აბორტირებული ნაყოფის უჯრედებს არ შეიცავენ და შემდგომ დეტალურად ხსნის, თუ რა ტექნოლოგიაზე არის დამზადებული ასტრაზენეკას ვაქცინა.

“არამარტო ასტრაზენეკა, არამედ ფაიზერიც, ვაქცინების ძალიან დიდი ნაწილი, ისინი არ შეიცავენ აბორტირებული ნაყოფის უჯრედებს, მაგრამ მათი დამზადების ტექნოლოგიის ადრეულ ეტაპზე გამოიყენება 1973 წლის აბორტირებული ნაყოფის ქსოვილოვანი კულტურის ხაზები, რომლებიც არის მთელი მსოფლიოს ლაბორატორიებში. ეს არის კლონი, 1973 წელს რომ მოხდა ლეგალური აბორტი, იმ აბორტირებული ნაყოფის კლონი, რომელიც დღემდე გამოიყენება ბევრ ლაბორატორიაში ბევრი ვირუსის გასაზრდელად.

ამიტომ ის რომ დღეს ვიღაც ბავშვზე აბორტს აკეთებს, იმიტომ რომ ვაქცინა დაამზადოს ეს რა თქმა უნდა ტყუილია, მაგრამ, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს რელიგიური საკითხია და ამაზე იყო დიდი კამათი, მაგრამ მე რელიგიურ ეთიკაზე კამათს არ მოვყვები. რადგან ჩემზე უფრო კარგად ამას ამაზე არის სხვადასხვა მოსაზრება არა მარტო ქრისტიანულ სამყაროში, არამარტო მართლმადიდებლურ სამყაროში, სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ამაზე, მათ შორის რელიგიის სპეციალისტებიც თავისებურად ხსნიან სახარებაზე დაყრდნობით ეს უკვე ჩემი პრეროგატივა არ არის და შეგიძლიათ მათ კითხოთ, მიმართეთ მათ“.

გასათვალისწინებელია, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში აბორტირებული ნაყოფის კლონირებული უჯრედული ხაზები (HEK293T), ვაქცინების ეფექტურობის გამოსაცდელად გამოიყენეს. ეს უჯრედები საბოლოო პროდუქტში, ანუ ვაქცინაში არ შედის. კონკრეტულად, 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ნაშრომში, სადაც დეტალურადაა აღწერილი ვაქცინის განვითარების ეტაპები და წარმატება თაგვებსა და მაიმუნებში, Pfizer-ისა და BioNTech-ის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ვაქცინის ტესტირება HEK293T უჯრედული ხაზის გამოყენებით მოხდა. ასევე, აშშ-ის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციამ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ დოკუმენტში COVID-19 ვაქცინების შესახებ აღნიშნა, რომ: „არც Pfizer-ს და არც Moderna-ს აბორტიდან მიღებული უჯრედული ხაზი ვაქცინის შემუშავებაში ან წარმოებაში, არ გამოუყენებიათ. თუმცა, ასეთი უჯრედული ხაზი გამოიყენებოდა ორივე ვაქცინის ეფექტურობის შესამოწმებლად“.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვიდეოს ბოლოში არასრულად ისმის იმნაძის სიტყვები ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით. რეალურად, იმნაძე მათ, ვისაც „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ტექნოლოგიურ კუთხესთან გარკვეული პრობლემა ექმნება, ჩინური ვაქცინებით აცრისკენ მოუწოდებს და ამბობს:

„ მაგრამ ამისათვის არსებობს მეორე გამოსავალი, ვისაც რაღაც ეთიკური მიზნებით მიაჩნია, რომ ან ფაიზერი ან ასტრაზენეკა, რომელშიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მართლაც ტექნოლოგიის საწყის ეტაპზე ქსოვილოვანი კულტურა გამოიყენება, რომელიც არის 1973 წელს აბორტირებული ნაყოფის კლონებისაგან დამზადებული, ამათ შეუძლიათ გამოიყენონ თავისუფლად, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, რომელიც ტექნოლოგიურად დამზადებულია მაიმუნის ქსოვილებისაგან. საბოლოო პროდუქტებში ეს არ არის, მაგრამ გამოიყენება ადრეულ ეტაპებზე. აი ჩინური ვაქცინები დამზადებულია ვერო უჯრედებზე, ხოლო ვერო უჯრედები უკვე არის მაიმუნის თირკმლის ქსოვილისაგან“.

„ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“ და “სინოფარმის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ უფრო ვრცლად ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულებზე (ბმული 1, ბმული 2).

--------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე

თეგები:
შემადგენლობა
იმნაძე
სიკვდილი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა