• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ვაქცინირებულ ადამიანებში მიოკარდიტის რისკებთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვაქცინირებულ ადამიანებში მიოკარდიტის რისკებთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

04/02/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

25 იანვარს, Facebook-მომხმარებელმა, ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები, გაავრცელა პოსტი, რომელიც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და მიოკარდიტის დაავადებას შორის კავშირს ეხება. პოსტში წარმოდგენილია ფოტო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 2019-2021 წლებში 12-20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიოკარდიტის შემთხვევების სტატისტიკას ასახავს.

ფოტოზე წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019-2020 წლებში აშშ-ში 12-20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიოკარდიტის შემთხვევების რაოდენობა 4-ს შეადგენდა, 2021 წელს კი - 2 236-ს. 

აღნიშნული პოსტი თავდაპირველად ამერიკაში გავრცელდა და ის ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში მოექცა. Politifact-ის თანახმად, გავრცელებული რიცხვები ახლოსაა VAERS-ის სისტემაში დაფიქსირებულ მონაცემებთან. სისტემაში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმღებ ახალგაზრდებში მართლაც ფიქსირდება მიოკარდიტის შემთხვევების ზრდა. ამავდროულად, ფოტოზე მოყვანილი წინა წლების სტატისტიკური მონაცემებიც ახლოსაა სისტემაში დაფიქსირებულ მონაცემებთან. 2019 წელს აშშ-ში აცრის (იგულისხმება ყველა სახის აცრა) შემდგომ მიოკარდიტის 16 შემთხვევაა სისტემაში შეყვანილი, 2020 წელს - 9, ხოლო 2021 წელს კი - 2 301. თუმცა, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები დამატებითი კონტექსტისა და ინფორმაციის გარეშე შეცდომაში შემყვანია. 

რამდენად სანდოა VAERS-ის სისტემაში შეყვანილი მონაცემები?

VAERS (Vaccine Adverse Event Reporting System) ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემაა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ იმართება. VAERS-ის ბაზაში მონაცემების შეყვანა და დაფიქსირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგალითად, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელს, პაციენტებს ან მათი ოჯახის წევრებს. VAERS-ს, როგორც ადრეული გაფრთხილების სისტემას, შეუძლია, ბაზაში მნიშვნელოვანი მონაცემები დააფიქსიროს, თუმცა ეს მონაცემები დამატებით კვლევასა და დამუშავებას საჭიროებს. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, მხოლოდ VAERS-ის ანგარიშზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის დადგენა, რაიმე გვერდითი მოვლენა უშუალოდ ვაქცინის გამოწვეულია, თუ - არა. 

სინამდვილეში, Covid-19-ის ინფექცია გაცილებით უფრო მწვავე მიოკარდიტს იწვევს, ვიდრე ვაქცინა. CDC-ის თანახმად, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისაგან გამოწვეული მიოკარდიტის რისკი დაბალია, ხოლო მისი სიმპტომები მსუბუქი. ამის საპირისპიროდ კი, Covid-19-ით დაინფიცირება მიოკარდიტის ძლიერი და მნიშვნელოვანი გამომწვევი ფაქტორია, განსაკუთრებით 16-წლამდე ასაკის ბავშვებში.

სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში მიოკარდიტის გამოვლენის მაჩვენებელი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 42,3%-ით გაიზარდა. 2020 წლის მარტისა და 2021 წლის იანვრის პერიოდში, Covid-19-ის პანდემიის დაწყების ფონზე, მიოკარდიტის მაჩვენებელი პაციენტებში, რომლებიც Covid-19-ით დაინფიცირდნენ 0,146% იყო, ხოლო მიოკარდიტის მაჩვენებელი იმ პაციენტებში, რომლებიც არ დაინფიცირებულან კოვიდ-19-ით - 0,009%.

CDC-ის თანახმად, მიოკარდიტებისა და პერიკარდიტების შესახებ 2021 წლის 11 ნოემბერს  VAERS-ის სისტემისთვის  გადაცემული განაცხადებიდან, 1 969 განაცხადი 30 წლის ასაკის და უფრო ახლაგაზრდა ადამიანებს ეკუთვნოდა, რომელთაც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მიიღეს. CDC-ისა და FDA-ის მიერ განაცხადების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სისტემაში დაფიქსირებული განცხადებიდან 1005 შემთხვევა მიოკარდიტებისთვის, პერიკარდიტებისა და მიოპერიკარდიტებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებდა. გარდა ამისა, CDC-ის თანახმად,12-დან 17-წლამდე მამაკაცებში, რომელთა შორის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად ვაქცინირებულთა რიცხვმა 2021 წლის 11 ივნისს 1 მილიონს მიაღწია, მიოკარდიტების შესახებ განაცხადების რაოდენობა 56-დან-69-მდე მერყეობდა. ფაქტია, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად მიოკარდიტის გამოწვევის შემთხვევები ძალზე იშვიათია, ხოლო იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მიოკარდიტით დაავადნენ ვაქცინაციის შემდეგ, ძალზე დაბალია.   

ვაქცინაციის შემდგომ მიოკარდიტის გამოწვევის შემთხვევაში, იგი იოლი ფორმით ხასიათდება და სრულად ექვემდებარება მკურნალობას. აქედან გამომდინარე, Covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინის სარგებელი მკვეთრად გადაწონის მიოკარდიტის გამომწვევ რისკებს და მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს ადამიანების Covid-19-ით ინფიცირებისაგან დასაცავად, რომელიც, რომელიც, თავის მხრივ, მიოკარდიტის მწვავე ფორმას იწვევს.

ამდენად, Facebook-მომხმარებელის, ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები,მიერ გავრცელებული ინფორმაცია, აშშ-ში 12-20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასა და მიოკარდიტის შემთხვევების ზრდას შორის კავშირის შესახებ, მეტწილად მცდარია.

---------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ  ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა