• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ტურიზმის დინამიკა 2021 წელს - რა გავლენა ჰქონდა პანდემიას ტურიზმის სტატისტიკაზე

ტურიზმის დინამიკა 2021 წელს - რა გავლენა ჰქონდა პანდემიას ტურიზმის სტატისტიკაზე

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2021 წლის საერთაშორისო მოგზაურობის სტატისტიკა გამოაქვეყნა

31/01/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ტურიზმი საქართველოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. პანდემიამდე პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა და შესაბამისად,  საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად იზრდებოდა. ტურისტული სფეროს აღდგენა კრიზისის გადალახვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

2019 წელს, საქართველომ ტურიზმიდან 3.2 მლრდ აშშ დოლარი მიიღო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკით, 2019 წელს ტურიზმის წილმა მთლიანი მშპ-ს 8.4% შეადგინა. შემოსავლები ტურიზმიდან, საქართველოს მსგავსი, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, რომლებსაც განვითარებისთვის კაპიტალის დიდი ოდენობა ესაჭიროება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე, ბოლო წლებში, ტურიზმის სფეროდან მიღებული უცხოური ვალუტა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. პანდემიასთან დაკავშირებულ მკაცრ შეზღუდვებს, საერთაშორისო და შიდა ტურიზმის მკვეთრი შემცირება მოჰყვა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2021 წლის საერთაშორისო მოგზაურობის სტატისტიკა გამოაქვეყნა. არსებული მეთოდოლოგიით, საერთაშორისო მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი პირი, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის, ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით, გადაადგილდება. ტერმინი როგორც ტურისტებს, ასევე მიგრანტებს (რომლებიც ქვეყანაში 6 თვეზე მეტ ხანს რჩებიან სასწავლო, სამუშაო, ოჯახის გაერთიანების და ა.შ. მიზნით) და იმ პირებს აერთიანებს, რომლებმაც საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენეს. საერთაშორისო ვიზიტორები არიან 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაურები, რომლებმაც ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელეს, ხოლო ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე საქართველოს ტერიტორიაზე გაათენა.

 2021 წელს, საქართველოში დაახლოებით 1.88 მლნ საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 7.7% ზრდას წარმოადგენდა. მათ შორის, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რიცხვმა დაახლოებით 1.7 მლნ შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 13.7%-ით აღემატებოდა, ხოლო უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რიცხვმა  დაახლოებით 1.5 მლნ ვიზიტი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 45%-ით მეტი იყო. უშუალოდ 2019 წელთან, ანუ პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 79.9%-ით არის შემცირებული, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რიცხვი 77.7%-ით, ხოლო ტურისტების რიცხვი 69%-ით. საინტერესოა, რომ 2020 წელთან შედარებით, ფიქსირდება ტურისტული ვიზიტების ზრდა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტებისა და არატურისტული ვიზიტების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სავარაუდოდ მოგზაურების მიერ, პანდემიასთან დაკავშირებით გამოჩენილ სიფრთხილეს უკავშირდება.

ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურობის სტატისტიკა 2014-2021 წლებში

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

მეორე მხრივ, 2020 წელს შემოსული ვიზიტორების სრული უმრავლესობა, ბუნებრივია პირველი კვარტლის განმავლობაში შემოვიდა, როდესაც საქართველოში, პანდემიასთან დაკავშირებული  შემზღუდავი ზომები ჯერ კიდევ არ მოქმედებდა, ძირითადად, იანვარ-თებერვლის განმავლობაში. საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების დინამიკა, თვეების მიხედვით, წარმოდგენილია გრაფიკ 1-ზე. 2020 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, განხორციელდა 1.12 მლნ საერთაშორისო ვიზიტი, რაც დანარჩენი წლის განმავლობაში შემოსული ვიზიტორების ჯამურ რაოდენობას (392,928) 2.8-ჯერ აღემატება. შესაბამისად, პანდემიური სურათის უკეთ დასანახად, რელევანტურია დანარჩენი კვარტლების განხილვა. 2021 წლის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლის მონაცემებით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 4-ჯერ გაიზარდა, რაც შეზღუდვების შემსუბუქებასთან და ვირუსთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირებას უკავშირდებოდა.

გრაფიკი 1: საერთაშორისო ვიზიტორების დინამიკა 2019-2021 წლების განმავლობაში, კვარტლების მიხედვით

 

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წელს, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარი მიიღო, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 130%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 62%-ით ჩამოუვარდება. ზოგადად, პირველი კვარტალში, მთლიან წელთან შედარებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან მცირეა, შესაბამისად, შემდეგ კვარტლებში ვიზიტორების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც 2021 წლის შემდგომ კვარტლებში, შეზღუდვების შემსუბუქებამაც შეუწყო ხელი. ბუნებრივია, ვიზიტორების ნაწილში დასახელებული  ეფექტი პირველ კვარტალთან დაკავშირებით, შემოსავლების შემთხვევაშიც რელევანტურია. კერძოდ, თუ წლიური თვალსაზრისით, 2021 წელს 2020 წელთან შედარებით შემოსავლები დაახლოებით 2.2-ჯერ გაიზარდა, მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლის მონაცემებით, შემოსავლები გაიზარდა დაახლოებით 10.4-ჯერ, რაც საბაზო ეფექტიდან გამომდინარე შთამბეჭდავი რიცხვია. თუმცა, პრე-პამდემიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივია, მდგომარეობა ჯერ კიდევ არასახარბიელოა და შემოსავლები მოგზაურობიდან 2011-2012 წლების საშუალო დონეს უტოლდება.

ცხრილი 2: შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ვახტანგ დემურია
ვახტანგ დემურია

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა