• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ბარსელონაში კოვიდრეგულაციების საწინააღმდეგო აქციას არ ასახავს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ბარსელონაში კოვიდრეგულაციების საწინააღმდეგო აქციას არ ასახავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

27/01/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

24 იანვარს Facebook-მომხმარებელმა, ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები, გამოაქვეყნა პოსტი აღწერით: „ბარსელონა ტირანიული ფაშიზმის წინააღმდეგ წუხელ…“. პოსტს თან ვიდეო ახლავს. აღნიშნული ვიდეო სამართალდამცავებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას ასახავს.

იხ. Facebook-პოსტი:

როგორც აღნიშნული ვიდეოდან ჩანს, სპეცრაზმსა  და პროტესტის მონაწილეებს შორის მწვავე დაპირისპირებაა. Facebook-მომხმარებლის მიზანია აღნიშნული მწვავე დაპირისპირება კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ ბარსელონის მცხოვრებლების პროტესტად წარმოაჩინოს.

სინამდვილეში, Facebook-მომხმარებლის პოსტზე თანდართული ვიდეო სრულიად სხვა პროცესებს ასახავს. კერძოდ, ვიდეოში ასახული დაპირისპირება სპეცრაზმსა და პროტესტის მონაწილეებს შორის ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში ნამდვილად მოხდა. თუმცა კოვიდრეგულაციები აღნიშნული დაპირისპირების გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა. პროტესტი 2021 წლის 17 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ესპანელი რეპერი, პაბლო ჰასელი, ტვიტერის ანგარიშზე ესპანეთის მონარქიისა და პოლიციის შესახებ  შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო დააპატიმრეს. გარდა ამისა, რეპერი ტერორიზმის მხარდაჭერაშიც დაადანაშაულეს, რაც, საბოლოოდ, მისი დაპატიმრებით დასრულდა. პაბლო ჰასელს 9 თვე მიესაჯა. 

წყარო :DW

რაც შეეხება თავად პროტესტს, მშვიდობიანი მანიფესტაცია ესპანელი რეპერის, პაბლო ჰასელის, მხარდასაჭერად, პროტესტის მე-5 დღეს სპეცრაზმსა და პროტესტის მონაწილეებს შორის მწვავე შეტაკებებში გადაიზარდა. დაპირისპირებას 80-მდე ადამიანის დაკავება მოჰყვა , 100-ზე  მეტმა ადამიანმა კი სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო. 

წყარო: Independent

წყარო: Euronews

ამდენად, Facebook-მომხმარებლის, „ბიბლიის ქრისტიანი მორწმუნეების“, მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულ დაპირისპირებას კოვიდრეგულაციების საწინააღმდეგო პროტესტთან არავითარი კავშირი არ აქვს.

---------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ  ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად 2 სექტემბრიდან იწყებს და კანონების გაუქმება ვერ მოხდება

    პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად 2 სექტემ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა 4-ჯერ… მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები  73%-დან 41%-მდე შემცირდა

    2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • 2025 წლის პირველ ნახევარში, სურსათზე ფასების ზრდის ტემპმა ინფლაციის საშუალო განაკვეთს ორჯერ გადააჭარბა

    2025 წლის პირველ ნახევარში, სურსათზე ფას...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა