• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გამოგონილი ციტატა, რომელიც ფრანკლინ რუზველტს მიაწერეს

გამოგონილი ციტატა, რომელიც ფრანკლინ რუზველტს მიაწერეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24/01/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

18 იანვარს Facebook-ჯგუფში “ქართული გენი (გავერთიანდეთ ქართველებო)” გავრცელდა ციტატა, რომელიც, გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, შეერთებული შტატების 32-ე პრეზიდენტს, ფრანკლინ დელანო რუზველტს, მიეწერება. რუზველტის ფოტოს თან ერთვის შემდეგი ციტატა: „წარმატებული ბიზნესმენი არასოდეს არ გახდება კარგი სახელმწიფო მოღვაწე. მისი ერთადერთი ინტერესი - ჯიბეა და არა ხალხი“. მანამდე, იგივე ციტატა გამოჩნდა კიდევ რამდენიმე Facebook- გვერდზე ( იხილეთ Facebook-გვერდები “ საოცარი “ და “გრძნობდე რომ გყავს ადამიანი” ) და 2019 წელს ის შალვა ნათელაშვილმაც გამოიყენა timer.ge-სთან ინტერვიუში.  

აღნიშნული ციტატა უფრო ადრე რუსულ სოციალურ ქსელ - “одноклассники”-ზე გავრცელდა, სადაც ციტატა იმავე ფოტომასალის გამოყენებითაა გამოქვეყნებული (იხ. ფოტო). სავარაუდოდ, სწორედ აქ გავრცელებული მასალა ითარგმნა ქართულ ენაზე. იმავე ციტატას ვხვდებით  რუსულ ფორუმებზე (მაგალითად, ბმული 1 , ბმული 2), ასევე, ვებგვერდზე - “коммунистическая партия советского союза” , სადაც ფრაზა ტრამპის მმართველობასთან მიმართებით არის გამოყენებული. 

ღია წყაროებში გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქართულ Facebook- სივრცეში გავრცელებული ციტატა, რომელიც ფრანკლინ რუზველტს მიეწერება, არც ერთ ინგლისურენოვან სანდო წყაროში არ იძებნება. მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე ქართულენოვანი Facebook-პოსტისა და რუსულენოვანი არაოფიციალური წყაროების სახით არსებობს. შესაბამისად, რუზველტისთვის აღნიშნული ციტატის მიწერა დაუდასტურებელია.

---------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა