• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: უკრაინაში რუსეთის ცოტათი შეჭრა მისაღებია. ღრმად შეჭრა კი მიუღებელია - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა

დეზინფორმაცია: უკრაინაში რუსეთის ცოტათი შეჭრა მისაღებია. ღრმად შეჭრა კი მიუღებელია - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/01/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „კარდჰუ“ ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინის კრიზისზე კომენტირებისას, განაცხადა: „უკრაინაში რუსეთის ცოტათი შეჭრა მისაღებია. ღრმად შეჭრა კი მიუღებელია“. სინამდვილეში, აღნიშნული ციტატა ბაიდენს არ ეკუთვნის.

იხ. Facebook-პოსტი

19 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ერთი წელი შეაჯამა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

უკრაინის შესახებ Bloomberg-ის ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ახალმა სანქციებმა პუტინს უკრაინაში შეჭრა რატომ შეიძლება გადააფიქრებინოს, მაშინ როდესაც აქამდე არსებულმა სანქციებმა პუტინის შეკავება ვერ შეძლო. აღნიშნულზე ბაიდენმა ჟურნალისტს მიუგო - „იმიტომ, რომ მას აქამდე არასდროს უნახავს ისეთი სანქციები, როგორი სანქციების დაწესებასაც დავპირდი, თუ ქმედებაზე გადავა“. ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა: „მე NATO-ს ყველა ძირითად ლიდერს ვესაუბრე, ჩვენ გვქონდა NATO-რუსეთის სამიტი. ამასთან, OSCE-ში შეხვედრები, და ა.შ. ამიტომ, თქვენ ნახავთ, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ ის შეიჭრება. და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს. ერთია მცირე შეჭრა, რა შემთხვევაშიც ჩვენ დავიწყებთ იმის განხილვას, რა გავაკეთოთ და რა არა. მაგრამ, თუ ისინი გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ საზღვართან მობილიზებული ძალებით, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება...“.

მოგვიანებით, პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, იგივე საკითხზე ბაიდენს შეკითხვა Reuters-ის ჟურნალისტმაც დაუსვა, რომელმაც აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხა: „[Bloomberg-ის კითხვაზე გაცემულ პასუხში] იმას გულისხმობთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მცირე მასშტაბის შეჭრა თქვენ მიერ დაანონსებული სანქციების დაწესებას არ გამოიწვევს? თუ, თქვენ პუტინს პრაქტიკულად უკრაინაში მცირე შეჭრის უფლებას აძლევთ?“. აღნიშნულ კითხვაზე ბაიდენს გაეცინა და თქვა - „[Bloomberg-ის კითხვაზე ჩემი პასუხი] ასე ჟღერდა არა?“. აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ NATO-ში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ მოვლენების განვითარების შესაბამისად, წევრ სახელმწიფოებს რისი გაკეთება სურთ. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ნეგატიური გავლენა ევროპასა და აშშ-ზეც ექნება, თუმცა რუსეთზე ის დამანგრევლად იმოქმედებს. სწორედ ამიტომ, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი დასავლეთის საერთო პოზიციის ქონის აუცილებლობას გაუსვა და განაცხადა, რომ დასავლეთს საერთო პოზიცია ექნება, თუ რუსული ძალები უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ და უკრაინელი ჯარისკაცების მოკვლას დაიწყებენ - „ვფიქრობ, ეს ყველაფერს ცვლის“, განაცხადა ბაიდენმა და დაამატა, რომ დასავლეთის პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ საკითხთან მიმართებით, რა ხარისხის ერთიანობა იქნება NATO-ში.

ბაიდენის მიერ უკრაინის კრიზისის კომენტირების შემდეგ თეთრმა სახლმა საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება გააკეთა - „პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განუცხადა რუსეთის პრეზიდენტს: თუ რომელიმე რუსული სამხედრო ძალა გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ეს არის ხელახალი შეჭრა და მას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისგან“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენიფერ ფსაკიმ. „პრეზიდენტმა ბაიდენმა დიდი ხნის გამოცდილებიდან იცის, რომ რუსებს აქვთ აგრესიის ვრცელი კრებული, რომელიც სამხედრო მოქმედების გარდა მოიცავს კიბერშეტევებს და ნახევრადსამხედრო ტაქტიკებს. მან დღეს დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ ქმედებებს გადამწყვეტი, შესაბამისი და ერთიანი პასუხი მოჰყვება".

ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრეს-სპიკერმა, ემილი ჰორნიმ ბაიდენის პრესკონფერენციის მიმდინარეობისას Twitter-ზე განმარტა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთის, ერთი მხრივ, სამხედრო, ხოლო, მეორე მხრივ, არასამხედრო/პარამილიტარულ/კიბერ ქმედებებს შორის განსხვავებებზე საუბრობდა.

20 იანვარს, პრესკონფერენციის შემდგომ დღეს, აშშ-ს პრეზიდენტმა „მცირე შეჭრასთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა და თქვა: „მე აბსოლუტურად ცხადად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს. მისთვის ყველაფერი გასაგებია. თუკი უკრაინის საზღვართან თავმოყრილი ნებისმიერი, ნებისმიერი რუსული ქვედანაყოფი საზღვარს გადაკვეთს, ეს არის შეჭრა. შეჭრას მოჰყვება მკაცრი და კოორდინირებული პასუხი, რომელიც მე დეტალურად განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან და ასევე ნათლად ავუხსენი პრეზიდენტ პუტინს".

ამდენად, ბაიდენს პრესკონფერენციის დროს არ უთქვამს რომ „უკრაინაში რუსეთის ცოტათი შეჭრა მისაღებია“ და „კარდჰუს“ მიერ გამოქვეყნებული ციტატა დამახინჯებულია.

-----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
კარდჰუ
ბაიდენი
უკრაინის კრიზისი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა