ანტიდასავლური პროპაგანდის წყარომ tvm.ge გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ეს პიდარასტები არიან ნატოს მაღალჩინოსნები“, ხოლო სტატიის ტექსტში ვკითხულობთ: „ეს პიდარასტები არიან ნატოს მაღალჩინოსნები. ეს არის ჩვენი 30 წლიანი არჩევანი? არა ეს არარის ქართველი კრებსითი ერის არჩევანი. ეს არის ლიბერასტი პიდარასტების არჩევანი, რასაც მრავალი წელია თავს გვახვევენ.“ [1] სტატიას თან შემდეგი სურათი ერთვის:

რეალურად, მოცემულ სურათზე NATO-ს მაღალჩინოსნები არ არიან გამოსახულნი. სურათი 2014 წელს ვაშინგტონში „ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების გაერთიანების“ (American Civil Liberties Union – ACLU) - შენობაში ACLU-სა და სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ ანალიტიკურ ორგანიზაცია Palm Center-ის მიერ გამართულ კონფერენციაზეა გადაღებული, რომელიც არმიებში ტრანსგენდერების საკითხი განიხილებოდა. სურათზე მოდერატორი, Palm Center-ის წარმომადგენელი აარონ ბელკინი (Aaron Belkin) შეკითხვას უსვამს ტრანსგენდერ ჯარისკაცებს შვედეთის არმიის მაიორ ალექსანდრა ლარსონს (Alexandra Larson), ახალი ზელანდიის სერჟანტ ლუსი ჯორდანს (Lucy Jordan), ავსტრალიის არმიის მაიორ დონა ჰარდინგს (Donna Harding) და კანადის არმიის კაპრალ ნატალი მიურეის (Natalie Murray). ჩამოთვლილი ქვეყნებიდან შვედეთი, ახალი ზელანდია და ავსტრალია NATO-ს წევრები საერთოდ არ არიან, ხოლო კანადის არმიის წარმომადგენელი ნატალი მიურეი კანადის არმიაში მსახურობს კაპრალის პოზიციაზე (სპეციალიზაცია საჰაერო ნავიგაციის მიმართულებით) და NATO-ს მაღალჩინოსანს არ წარმოადგენს. ჩამოთვლილი სამხედრო მოსამსახურეების ქვეყნებში - კანადაში, შვედეთში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში - ტრანსგენდერების არმიაში მსახურება კანონით დაშვებულია.

რაც შეეხება NATO-ში ინტეგრაციისადმი საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას, 2008 წლის 5 იანვარს საქართველოში ჩატარებული პლებისციტში, სადაც დასმული იყო კითხვა „უჭერთ, თუ - არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?, მომხრე 77% იყო. მას შემდეგ ჩატარებული ყველა ავტორიტეტული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ სტაბილურად NATO-ში ინტეგრაციის მომხრეა.

Tvm.ge-ის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში გაეცნოთ.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1]შენიშვნა: tvm.ge-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა მოცემულია უცვლელი სახით. „ფაქტ-მეტრი“ ჰომოფობიურ სიტყვებს ემიჯნება.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი