• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ნორვეგიისა და სინგაპურის მთავრობამ კოვიდშეზღუდვები სრულად მოხსნა და კორონავირუსი სეზონურ გრიპთან გააიგივა

დეზინფორმაცია: ნორვეგიისა და სინგაპურის მთავრობამ კოვიდშეზღუდვები სრულად მოხსნა და კორონავირუსი სეზონურ გრიპთან გააიგივა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/01/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის 20 დეკემბრის Facebook-მომხმარებელმა - Maia Janashia Smith - დეზინფორმაციული შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. 

პოსტის თანახმად, ნორვეგიის და სინგაპურის მთავრობებმა გადაწყვიტა, კოვიდშეზღუდვები მთლიანად გააუქმოს და ხალხი ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდეს. Facebook-მომხმარებელი ასევე ამტკიცებს, რომ ნორვეგიისა და სინგაპურის მთავრობები კოვიდს მძიმე და სასიკვდილო ვირუსად აღარ მიიჩნევენ და ის სეზონურ გრიპთან გააიგივეს. 

სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცებები ყალბია. 2020 წლის 20 დეკემბრისთვის ნორვეგიის მთავრობამ შეზღუდვები არათუ სრულად გააუქმა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცრა. ომიკრონის შტამის სწრაფად გავრცელების პრევენციისთვის, 13 დეკემბრის დადგენილებით, მთავრობამ ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად ინფექციის კონტროლის ახალი ზომები შემოიღო.

კერძოდ, უფროსთა ღონისძიებებზე, ღამის ცხოვრების აქტივობებსა და კულტურის სექტორში უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. მომხმარებელთა უმეტესობისთვის დაიხურა სავარჯიშო დარბაზები და საცურაო აუზები. მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო ადგილებში ალკოჰოლის მიწოდება აიკრძალა. შეზღუდვები შეეხო საბავშვო ბაღებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს. მთავრობამ პირბადის ტარების, სოციალური დისტანციისა და სახლიდან მუშაობის მკაცრი რეკომენდაციები გასცა.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტერემ, პრესკონფერენციაზე განაცხადა: „უდავოა, რომ ახალი ვარიანტი წესებს შეცვლის. ამიტომაც საჭიროა, ვიმოქმედოთ კვლავ და სწრაფად“. „ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა“ ასევე განაცხადა: „ახლა ქმედებების ნაკლებობამ შეიძლება, დიდი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს, არა მხოლოდ ჯანდაცვის სერვისებისა და მუნიციპალიტეტებისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის“.

ამრიგად, მტკიცება, რომ ნორვეგიის მთავრობამ კოვიდშეზღუდვები სრულად მოხსნა და კორონავირუსი სეზონურ გრიპთან გააიგივა, ყალბია. 

რაც შეეხება სინგაპურს, 2021 წლის 14 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ომიკრონის ვარიანტი ახალ საფრთხედაა მიჩნეული. ახალი შტამის გლობალურად გავრცელების საპასუხოდ, მთავრობამ მოგზაურობის შეზღუდვები დააწესა და ტესტირების გაძლიერებული რეჟიმი შემოიღო. აღნიშნულმა ქმედებებმა ომიკრონის სინგაპურში გავრცელების შეჩერებას ხელი შეუწყო. შედეგად, იმ დროისთვის მხოლოდ 16 შემთხვევა დაფიქსირდა.

სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია ვაქცინის ბუსტერ დოზის სასწრაფოდ ადმინისტრირება; ომიკრონის შემთხვევების პოტენციური ზრდის მოლოდინში საავადმყოფოებისა და სამკურნალო დაწესებულებების მობილიზება. 14 დეკემბრის დადგენილების მიხედვით, 2022 წლის პირველი თებერვლიდან, კოვიდგადატანილ პირებს მიეცათ მხოლოდ 180 დღე (ინფიცირებიდან) იმისათვის, რომ ისარგებლონ იმ დაწესებულებებით, სადაც ვაქცინაცია სავალდებულოა. 

ამასთან, დაანონსდა იმ დაწესებულებათა რაოდენობის ზრდა, სადაც მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაიშვებიან, რათა უკეთ დაიცვან მოწყვლადი და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფები. ასეთ ადგილებად  ბიბლიოთეკები, სპორტული კომპლექსები, დასასვენებელი ცენტრები და სხვადასხვა თავშეყრის ადგილები განიხილება.

ამრიგად, მტკიცება, რომ სინგაპურის მთავრობამ კოვიდშეზღუდვები სრულად მოხსნა და კორონავირუსი სეზონურ გრიპთან გააიგივა, ყალბია. 

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ნორვეგია
სინგაპური
კოვიდრეგულაციები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა