• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: Covid-პანდემია წინასწარ არის დაგეგმილი

დეზინფორმაცია: Covid-პანდემია წინასწარ არის დაგეგმილი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18/01/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის 10 დეკემბერს Facebook-მომხმარებელმა „შერი შერიმ“ გამოაქვეყნა პოსტი აღწერით - „წინასწარი პანდემიის კიდევ ერთი მინიშნება“. მოცემულ რუსულენოვან ვიდეოში გამოყენებულია 2000 რუბლის ღირებულების ბანკნოტი, როგორც „მტკიცებულება“ იმისა, რომ, პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა გაჟღერებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება  და  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამავე Facebook-მომხმარებლის მიერ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ხშირად ვრცელდება. 

პოსტში მოცემულ ვიდეოში აღნიშნავენ, რომ 2000 რუბლის ღირებულების ბანკნოტზე  უჰანი და კოვიდ-საავადმყოფოა გამოსახული, რაც ნიშნავს, რომ პანდემია წინასწარ არის დაგეგმილი. მსგავსი ტიპის დეზინფორმაციული ვიდეოები, სადაც რუსული რუბლია ნაჩვენები, ძირითადად სხვადასხვა რუსულენოვანი Youtube-არხის საშუალებით (ბმული 1 , ბმული 2), რამდენიმე თვეა, რაც აქტიურად ვრცელდება.  გამოქვეყნებულ ვიდეოში მთხრობელი ბანკნოტის უკანა მხარეს აჩვენებს და აცხადებს, რომ რუკაზე თეთრი წერტილით აღნიშნულია უჰანი (ადგილი, საიდანაც ვარაუდობენ კოვიდ-პანდემიის დაწყებას). ბანკნოტის წინა მხარეს დატანილ შენობაზე კი ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ  კოვიდსაავადმყოფოა (коммунарка больница) გამოსახულია. ვინაიდან ეს ბანკნოტი 2017 წელსაა გამოშვებული, შესაბამისად, ვიდეოს ავტორი ასკვნის, რომ პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი.

რეალურად, 2000 რუბლის ღირებულების რუსული ბანკნოტის უკანა მხარეს გამოსახული ტერიტორია რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის და არა ჩინეთს. კონკრეტულად, ბანკნოტზე  შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოკრუგია ნაჩვენები , ხოლო, თეთრი წერტილით  ე.წ ვოსტოჩნის კოსმოდრომი - „აღმოსავლეთი“ (რუსეთის კოსმოდრომი) არის აღნიშნული, რომელიც ამურის რაიონში, რუსეთში მდებარეობს. ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია ხიდი, რომელიც ვლადივოსტოკში მდებარეობს, იქვე არსებულ შენობას კი კოვიდსაავადმყოფოსთან საერთო არაფერი აქვს. 

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა