იტვირთება

სოციალურ ქსელში ONEWS.GE-მ, რომელიც ე.წ clickbait ვებსაიტს წარმოადგენს (ვებსაიტი, რომელიც სენსაციურ სათაურს მკითხველის მისაზიდად და ბმულზე გადასვლის სიხშირის ზრდისთვის იყენებს) სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „მე გადავდექი“- ღარიბაშვილი სენსაციურ განცხადებას ავრცელებს”. სტატიას თან საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ფოტო აქვს დართული.

სინამდვილეში, სტატიის სათაური და მასში მოცემული ძირითადი ტექსტი ერთმანეთს არ ემთხვევა. როგორც სტატიიდან ირკვევა, საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რეალურად არ გადამდგარა და პირიქით, მისი განცხადების მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან მისი გადადგომა არც კი იგეგმება: „იმის მიუხედავად,რომ არაერთგზის განმარტა პარტიამ, მაინც ამ რაღაც უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ. მაშინ გეტყვით ხუმრობით, თქვენ არ იცით, რომ მე ასე ვთქვათ, უკვე გუშინ გადავდექი, იცით ეს?”

სტატიაში მოცემული ციტატა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ნამდვილად ეკუთვნის. მან აღნიშნული განცხადება 2021 წლის 14 ოქტომბერს მართლაც გააკეთა, თუმცა აღნიშნული სატირული კომენტარი მან იმის საჩვენებლად გააკეთა, რომ უარეყო მისი გადადგომის შესახებ გავრცელებული ცნობები. ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატიის სათაური მანიპულაციურია. ONEWS.GE-მ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამი ფრაზის ნაწილი სენსაციური სათაურის შესაქმნელად მიზანმიმართულად გამოიყენა. სინამდვილეში, ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომის განცხადება არ გაუკეთებია.

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3898 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი