• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გადადგა

დეზინფორმაცია: ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გადადგა

ვერდიქტი: მანიპულირება

18/01/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ONEWS.GE-მ, რომელიც ე.წ clickbait ვებსაიტს წარმოადგენს (ვებსაიტი, რომელიც სენსაციურ სათაურს მკითხველის მისაზიდად და ბმულზე გადასვლის სიხშირის ზრდისთვის იყენებს)  სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „მე გადავდექი“- ღარიბაშვილი სენსაციურ განცხადებას ავრცელებს”. სტატიას თან საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ფოტო აქვს დართული.

სინამდვილეში, სტატიის სათაური და მასში მოცემული ძირითადი ტექსტი ერთმანეთს არ ემთხვევა. როგორც სტატიიდან ირკვევა, საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რეალურად არ გადამდგარა და პირიქით, მისი განცხადების მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან მისი გადადგომა არც კი იგეგმება: „იმის მიუხედავად,რომ არაერთგზის განმარტა პარტიამ, მაინც ამ რაღაც უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ. მაშინ გეტყვით ხუმრობით, თქვენ არ იცით, რომ მე ასე ვთქვათ, უკვე გუშინ გადავდექი, იცით ეს?”

სტატიაში მოცემული ციტატა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ნამდვილად ეკუთვნის. მან აღნიშნული განცხადება 2021 წლის 14 ოქტომბერს მართლაც გააკეთა, თუმცა აღნიშნული სატირული კომენტარი მან იმის საჩვენებლად გააკეთა, რომ უარეყო მისი გადადგომის შესახებ გავრცელებული ცნობები. ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატიის სათაური მანიპულაციურია. ONEWS.GE-მ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამი ფრაზის ნაწილი სენსაციური სათაურის შესაქმნელად მიზანმიმართულად გამოიყენა. სინამდვილეში, ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომის განცხადება არ გაუკეთებია. 

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა