• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალების შესახებ მანიპულაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალების შესახებ მანიპულაცია ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

06/01/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის 5 იანვარს 43 წლის ასაკში მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მანიპულაციები მალევე გავრცელდა. Facebook-გვერდმა - Welcome to Georgia - გარდაცვალების ცნობის გავრცელებიდან 2 საათში გამოაქვეყნა პოსტი, აღწერით - „აცრიდან 2 კვირაში გარდაიცვალა ადამიანი!  აი შედეგი იმისა რომ ყოველგვარი გამოკვლევების გარეშე რო უკეთებთ ადამიანებს აცრას!“. მას თან ნიკა ქაცარიძის 23 დეკემბერს გამოქვეყნებული პოსტები დაურთო: 

რამდენიმე საათში მსახიობის გარდაცვალება აცრას ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელმა, ზვიად ტომარაძემაც, დაუკავშირა. როგორც ის პოსტში აღნიშნავს, ქაცარიძის სიკვდილი მათ კისერზეა, ვინც მწვანე პასპორტების შემოღებასა და იძულებით ვაქცინაციას ეთანხმებოდა.

მსგავსი შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში არაერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3)

„ფაქტ-მეტრი“ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირის დასაზუსტებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) დაუკავშირდა. NCDC-ის თანახმად, აღნიშნული შემთხვევა აცრის გართულებად არ დაფიქსირებულა.

გლობალურად ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ კოვიდვაქცინები ძალზე უსაფრთხოა. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. COVID-19-ის ვაქცინით აცრის შემდეგ, შესაძლოა, მსუბუქი ეფექტები გამოვლინდეს, როგორიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. ყველაზე ძლიერი გვერდითი ეფექტი, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს, ანაფილაქსიური ალერგიული რეაქციების განვითარებაა. თუმცა მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინის კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. ასევე, დაფიქსირებულია თრომბოემბოლიის შემთხვევები, რომლებიც Johnson & Johnson -სა და AstraZeneca/ Vaxzevria-ს ვაქცინებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, როგორც Johnson & Johnson, ისე AstraZeneca-ს ვაქცინით თრომბის განვითარების რისკი მინიმალურია - AstraZeneca-ს შემთხვევაში - 0.0004%, ხოლო Johnson & Johnson-ის - მილიონში ერთზე ნაკლები.

-----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა