• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მიმდინარე წლიდან მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევს

მიმდინარე წლიდან მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევს

სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი - როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, გაიზარდა

05/01/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

როგორც ვიცით, სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი -  როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, გაიზარდა. ტარიფი ზრდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც განხორციელდა.

„თელმიკოს“ შემთხვევაში (თბილისში), იმ აბონენტებისთვის, ვინც თვეში 101 კვტ.სთ-ს ელექტროენერგიას მოიხმარს, ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 14.544 თეთრიდან 18.041 თეთრამდე გაიზარდა, 101-301 კვტ.სთ მომხმარებლისთვის - 18.556 თეთრიდან 22.053-თეთრამდე, 301 კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარებისთვის ტარიფი 23.040 თეთრიდან 26.537 თეთრამდე გაიზარდა. ზრდამ თითოეულ შემთხვევაში 3.5 თეთრი შეადგინა. 

ცხრილი1. „თელმიკოს“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ტარიფები, თეთრი/კვტ.სთ (დღგ-ს ჩათვლით)

წყარო: სემეკი

რაც შეეხება „თელმიკოს“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის ტარიფი კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 11 თეთრზე მეტით გაიზარდა. 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ შემთხვევაში (რეგიონებში), 101 კვტ.სთ-მდე მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით  14.237 თეთრიდან 17.731 თეთრამდე გაიზარდა, 101-301 კვტ.სთ-ს შემთხვევაში - 18.213 თეთრიდან 21.707 თეთრამდე, 301 კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში კი 22.733 თეთრიდან 26.227 თეთრამდე გაიზარდა.  „ენერგო-პროს“ შემთხვევაში, თითოეული ტიპის აბონენტისთვის ზრდამ 3.494 თეთრი შეადგინა. ამასთან, კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ელექტროენერგიის ტარიფი 1კვტ.სთ-ზე 10.8 თეთრიდან 14.6 თეთრამდე გაეზარდათ.

ცხრილი 2: „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ტარიფები, თეთრი/კვტ.სთ (დღგ-ს ჩათვლით)

წყარო: სემეკი

როგორც აღვნიშნეთ, ელექტროენერგიის ტარიფი წინა წელს, 2021 წლის 1 იანვარს გაიზარდა. თუმცა მთავრობამ მაშინ გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო და მოქმედ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა - 300 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის მომხმარებელი აბონენტებისთვის, თავად დაფარა. შესაბამისად, გასულ წელს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ შეეხო.

გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა, გასულ წელს მთავრობამ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50% იმ ადგილობრივ კომპანიებსაც დაუსუბსიდირა, რომელნიც საკვებ პროდუქტებს აწარმოებდნენ.

მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების პროგრამა აღარ გრძელდება. შესაბამისად, თბილისში და რეგიონებშიც საყოფაცხოვრებო მომხმარებლების უმრავლესობა (301 კვტ.სთ-მდე მომხმარებლები) 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაში 3.5 თეთრით მეტს გადაიხდის. რაც შეეხება 301 კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებს, მათ ელექტროენერგიის გადასახადი - ამავე ოდენობით, შარშანვე გაეზარდათ. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის გადასახადი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის გაძვირდა, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ელექტროენერგიის გადასახადი მომხმარებლების ნაწილს შარშან, დიდ უმრავლესობას კი მიმდინარე წლიდან გაეზარდა.

თეგები:
საყოფაცხოვრებო ტარიფები
ელექტროენერგიის გადასახადი
ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • ტურიზმის  მაჩვენებლები პანდემიამდე და მის შემდგომ პერიოდში

    ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდე და მი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომელზეც აქამდე უარის თქმაც IMF-ის პროგრამის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი გახდა

    ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომე...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის № 6

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა