• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აივ ინფექცია შიდსის ვირუსს არ იწვევს

დეზინფორმაცია: აივ ინფექცია შიდსის ვირუსს არ იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/01/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებელმა გაბრიელ მიქელაძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც HIV ვირუსზეა საუბარი. პოსტის თანახმად, დოქტორმა რობერტ უილნერმა HIV ვირუსის მეშვეობით ადამიანთა მასობრივი გენოციდი ამხილა. პოსტს თან ვიდეოც ახლავს, რომელიც 1994 წლის 7 დეკემბერს, წიგნის "Deadly Deception the Proof That Sex And HIV Absolutely Do Not Cause AIDS" („მომაკვდინებელი სიცრუე - მტკიცებულება, რომ სქესობრივი კავშირი და HIV საერთოდ არ იწვევს შიდსს“) პრეზენტაციიდანაა. პოსტში აღნიშნულია ისიც, რომ დოქტორმა HIV-დადებითი პაციენტისგან აღებული სისხლი საკუთარ სხეულში შეიყვანა და შედეგად არ დაავადდა, რითაც მან დაადასტურა, რომ შიდსის დაავადებას HIV ვირუსი არ იწვევს. სინამდვილეში, პოსტში ყალბი მტკიცებებია გაჟღერებული. 

როგორც ლიეტუვური ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Delfi წერს, დოქტორი უილნერის მტკიცებები ყალბია და არამეცნიერული. მის მიერ მოყვანილი მტკიცებები და ფაქტები, რომ შიდსი საშიში ვირუსული დაავადება არ არის, ჯერ კიდევ მისი წინამორბედი მეცნიერის, პიტერ დიუსბერგის შრომებს ეყრდნობა, რომელიც შიდსის არსებობას ასევე უარყოფდა.

დოქტორი რობერტ უილნერი ძირითადად ალტერნატიული მედიცინით იყო დაინტერესებული. 1990 წელს მან სამედიცინო ლიცენზია სხვადასხვა საჩივრისა და შიდსით დაავადებული პაციენტის ოზონით მკურნალობის გამო დაკარგა (აშშ ოზონით მკურნალობა დაშვებული არ იყო). ლიცენზიის დაკარგვის შემდეგ, დოქტორმა უილნერმა თავისი ნაშრომი -„მომაკვდინებელი სიცრუე - მტკიცებულება, რომ სქესობრივი კავშირი და HIV საერთოდ არ იწვევს შიდსს“- გამოაქვეყნა. 

აღსანიშნავია, რომ უილნერისა და დიუსბერგის არამეცნიერული მტკიცებები სამეცნიერო და სამედიცინო საზოგადოებაში არაერთგზის უარყვეს. სწორედ 1994 წლის პრესკონფერენციის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ყველაზე ციტირებად ინტერდისციპლინურმა სამეცნიერო ჟურნალმა სამთვიანი კვლევა ჩაატარა, რომელშიც დიურბერგის მიერ შიდსის უარყოფის თაობაზე შექმნილ ნაშრომებს აანალიზებდა. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო ჟურნალიდან კვლევის პერიოდში მკვლევრები სხვა 50 კოლეგასა და თავად დიუსბერგსაც ესაუბრნენ, მათ რამე დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ აივ ვირუსი შიდსს არ იწვევს, ვერ იპოვეს.  მკვლევრებმა დიუსბერგის არგუმენტები - მათი სამეცნიერო ლიტერატურიდან შერჩევითად შეგროვებისა (ის არ ეხებოდა იმ ლიტერატურას, რომელიც მის ჰიპოთეზას უარყოფდა) და გაყალბების გამო, არაერთგზის გააკრიტიკეს.  ამდენად, როგორ დიუსბერგის, ისე უილნერის მტკიცებები შიდსთან და აივ ვირუსთან დაკავშირებით, არამეცნიერულია და სიმართლეს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ დოქტორი უილნერი და დოქტორი დიუსბერგი არ არიან ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ აივ ვირუსი შიდსის გამომწვევი არ არის. მსგავსი მტკიცებები არაერთგზის გავრცელებულა. ცნობისთვის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) რნმ-ზე დაფუძნებული ინფექციაა, რომელიც  ქრონიკულ და სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო დაავადებას იწვევს, რომელსაც შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდს) უწოდებენ. ადამიანებში ეს ვირუსი სისხლის თეთრ უჯრედებს აინფიცირებს და ანადგურებს, რომლებსაც დამხმარე T ლიმფოციტებს უწოდებენ (T ლიმფოციტების ერთ-ერთი ტიპი). ეს კი  ადამიანის იმუნურ სისტემას აფერხებს,  მის ინფექციასთან ბრძოლის უნარს ამცირებს და კიბოს განვითარების რისკს ზრდის. გარდა ამისა, ამ ლიმფოციტების განადგურებამ შეიძლება სხეულზე პირდაპირი გავლენაც იქონიოს - შეშუპება და ქსოვილების დაზიანება  გამოიწვიოს.  

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
HIV ვირუსი
შიდსი
რობერტ უილნერი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა