Facebook-გვერდმა „კონსერვატიური გვერდი“ გამოაქვეყნა პოსტი ტექსტით: „სააკაშვილი ელოდება 21 დეკემბრის აქციას, რათა დამტკიცდეს ქართველი ერის ერთიანობა - ლიზა იასკო“ და მას შემდეგი სურათი დაურთო თან:

იგივე სურათი გავრცელდა სხვა Facebook-გვერდების მიერაც (ბმული1, ბმული2):

რეალურად, სურათზე უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო არაა გამოსახული. აღნიშნული ფოტო უკრაინის „რადიკალური პარტიიდან“ რადას მერვე მოწვევის დეპუტატმა, იგორ მოსიჩუკმა ტელეგრამზე 2019 წელს გამოაქვეყნა და ამტკიცებდა, რომ მასზე ლიზა იასკო - პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატი და ევროპის საბჭოში უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი - იყო გამოსახული. სურათზე გამოსახული ქალბატონის ლიზა იასკოდ იდენტიფიცირება შეუძლებელია. თავდაპირველად სურათი Facebook-მომხმარებელმა Kateryna Chepura-მ გამოაქვეყნა და მასზე გამოსახულნი არიან დარინა პეტრიშნა და ჰანნა სუხომლინა (იხილეთ ქვემოთ სურათზე):

მოსიჩუკის მიერ სურათზე გამოსახული ქალბატონის იასკოდ დასახელებულის შემდეგ, Kateryna Chepura-მ განმარტება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ სურათში იასკო არ ფიგურირებს, არამედ მასზე დარინა პეტრიშნა და ჰანნა სუხომლინა არიან აღბეჭდილნი. შესაბამისად, მოსიჩუკი ყალბი ამბის გავრცელებაში იქნა მხილებული, თუმცა მას შემდეგ რაც საქართველოში ლიზა იასკო აქტუალური გახდა, იგივე დეზინფორმაცია საქართველოშიც გავრცელდა.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი