• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: „ომიკრონს“ ვაქცინების მიერ გამოწვეული ანომალიების მსგავსი სიმპტომები აქვს

დეზინფორმაცია: „ომიკრონს“ ვაქცინების მიერ გამოწვეული ანომალიების მსგავსი სიმპტომები აქვს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

17/12/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებელი Nina Marji სოციალურ ქსელში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის შესახებ დეზინფორმაციული შინაარსის პოსტს ავრცელებს. მისი მტკიცებით, ომიკრონს ვაქცინების მიერ გამოწვეული ანომალიების მსგავსი სიმპტომები აქვს, კერძოდ, სუნთქვის უკმარისობა; ტაქიკარდია; გონების დაბინდვა და უეცარი ინფარქტი. პოსტის ავტორი წერს, რომ „ომიკრონპანდემია ესაა ვაქცინებით დაავადებულების პანდემია, რომელსაც რა თქმა უნდა ვერც ერთი ვაქცინა ვეღარ უშველის უკვე“.

პოსტის ავტორი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს „ომიკრონი“ არა კორონავირუსის ახალი ვარიანტი, არამედ  ვაქცინაციის გვერდითი ეფექტებია. აღნიშნული მტკიცება დაუსაბუთებელი და აბსურდულია. ასევე ყალბია მისი არგუმენტი, თითქოს „ომიკრონის“ სიმპტომები  ვაქცინის გვერდითი ეფექტების იდენტურია. 

SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529, რომელიც „ომიკრონის“ სახელითაა ცნობილი,  პირველად მიმდინარე წლის ნოემბერში ბოტსვანაში და სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. 26 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ახალ შტამს (B.1.1.529) „შეშფოთების ვარიანტის“ სტატუსი მიანიჭა. „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის  დომინანტური ვარიანტი გახდეს. ამ ეტაპზე, „ომიკრონი“ მსოფლიოს 77 ქვეყანაშია უკვე გამოვლენილი. 14 დეკემბერს WHO-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ „ომიკრონი“ ვრცელდება ისეთი ტემპით, რაც კორონავირუსის აქამდე არსებულ შტამების შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. ამერიკის CDC-ის თანახმად, ამ ეტაპზე, უცნობია, სხვა ვარიანტებთან შედარებით „ომიკრონი“ იწვევს, თუ - არა დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას ან/და ზრდის, თუ - არა სიკვდილის რისკს. აღნიშნულის შესაფასებლად მეტი მონაცემები/მტკიცებულებები და შესაბამისი დროა საჭირო.  

ადრეული მონაცემებით, „ომიკრონის“ სიმპტომები განსხვავებული, თუმცა უფრო მსუბუქია, ვიდრე წინა შტამების. ახალი შტამის შემთხვევაში გემოს და ყნოსვის დაკარგვა არ დაფიქსირებულა, „ომიკრონს“ ძირითადად ახასიათებს დაღლილობა, ტკივილი (თავის, კუნთების, ყელის), სიცხე, ზოგადად ის სიმპტომები, რაც რესპირატორული დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი. არსებული მონაცემებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ჩამოთვლილი სიმპტომები „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, როგორებიცაა: ინფარქტი, ტაქიკარდია და სხვა იწვევს. მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია, უცხოურ მედიაშიც გავრცელდა, რომელიც Politifact-მა გადაამოწმა და შეაფასა, როგორც ყალბი ამბავი. SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გვერდით მოვლენებს შორის ძალზედ იშვიათ შემთხვევებში ფიქსირდება: გულ-სისხლძარღვთა გართულებები - მიოკარდიტი და პერიკარდიტი, თრომბოზის იშვიათი ფორმა. თუმცა აღნიშნული შემთხვევები „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტსა და ვაქცინების იშვიათ გვერდით მოვლენებს შორის კავშირი არ იკვეთება. 

ამ ეტაპზე, ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე წინა შტამები. ამჟამინდელი ცნობებით,  „ომიკრონის“ შემთხვევაში, „დელტა“ შტამისგან განსხვავებით, დაავადების მიმდინარეობა უფრო მსუბუქია. 

მეცნიერები ამჟამად იკვლევენ „ომიკრონს“, მათ შორის, ახალი შტამის შემთხვევაში - რამდენად დაცული იქნებიან სრულად ვაქცინირებული ადამიანები ინფიცირებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, არსებულმა ვაქცინებმა „ომიკრონით“ დაავადებული პაციენტები დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისგან უნდა დაიცვას. WHO-ს გადაუდებელი დახმარების დირექტორის, დოქტორი რაიანის ცნობით, „კორონავირუსის ყველა შტამის შემთხვევაში არსებული ვაქცინები ეფექტური აღმოჩნდა ლეტალობის და დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობის თავიდან არიდების კუთხით, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ვაქცინები „ომიკრონის“ შტამის შემთხვევაში ვერ იმუშავებს“. წინასწარი ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ Pfizer ვაქცინის სამი დოზა (სრულად ვაქცინაცია + ბუსტერი) „ომიკრონის“ ვარიანტს ანეიტრალებს. შესაბამისად, მტკიცება, რომ „ომიკრონის წინააღმდეგ ვერცერთი ვაქცინა ვერ იმუშავებს“, დაუსაბუთებელია და სიმართლეს არ შეესაბამება. 

------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ექსპორტმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა

    ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემ...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა

    ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართვ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო

    EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უც...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა