• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
Nina Marji სოლომონის კუნძულებზე გამართულ საპროტესტო აქციას კორონავირუსის პანდემიასთან აკავშირებს

Nina Marji სოლომონის კუნძულებზე გამართულ საპროტესტო აქციას კორონავირუსის პანდემიასთან აკავშირებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

13/12/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

26 ნოემბერს Facebook-მომხმარებელმა Nina Marji-მ სოციალურ ქსელში საპროტესტო დემონსტრაციის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ადგილმდებარეობაა (ჰონიარა, სოლომონის კუნძულები)  მინიშნებული, სადაც დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად შენობები გადაწვეს. პოსტის ავტორის მიერ მოცემულ ვიდეომასალაზე თანდართული აღწერა კი ქმნის ცრუ შთაბეჭდილებას, თითქოს ავსტრალიაში მოსახლეობა „კოვიდ-ფაშიზმს“ სამთავრობო შენობების დაწვით აპროტესტებს.

ვიდეომასალაში ასახული საპროტესტო დემონსტრაცია, სინამდვილეში, სოლომონის კუნძულებზე 25 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს ეხება და ის კორონავირუსს, აცრას ან მწვანე პასპორტებს საერთოდ არ უკავშირდება. სოლომონის კუნძულების ეროვნულ მთავრობასა და ქვეყნის უდიდესი პროვინციის, მალაიტას მთავრობას შორის არსებული უთანხმოებების საფუძველზე სოლომონის კუნძულებზე 2021 წლის 24 ნოემბერს დემონსტრაციებისა და საპროტესტო გამოსვლების სერია დაიწყო. 

2019 წელს სოლომონის კუნძულების ცენტრალურმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრ მანასე სოგავარეს მეთაურობით ტაივანთან 36-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ჩინეთთან ოფიციალური კავშირები დაამყარა. აღნიშნულმა მალაიტას მთავრობის პროტესტი გამოიწვია, რადგან პროვინციას ტაივანთან წლების განმავლობაში მჭიდრო კავშირები ჰქონდა. შედეგად, 2020 წელს მალაიტას პროვინციის პრემიერმა, დანიელ სუიდანიმ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარა, თუმცა, ეროვნულმა მთავრობამ რეფერენდუმი არალეგიტიმურად ცნო. აღნიშნული მოვლენა ცენტრალურ მთავრობასა და მალაიტას პროვინციის მთავრობას შორის ურთიერთობის დაძაბვის საფუძველი გახდა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაიზარდა უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებელი, რაშიც დიდი როლი  კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვამ ითამაშა. კუნძულზე გაძლიერდა ჩინური გავლენები,  მომრავლდა ჩინური ბიზნესები და ადგილობრივ მოსახლეობასთან შედარებით უცხოელების დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა. 

ზემოჩამოთვლილი მოვლენები სოლომონის კუნძულებზე 2021 წლის საპროტესტო აქციების საფუძველი გახდა. თავდაპირველად დემონსტრაციები, რომელთა ორგანიზატორიც ჯგუფი „მალაიტა დემოკრატიისთვის“ იყო, მშვიდობიანი ფორმით მიმდინარეობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა სოგავარემ დემონსტრანტებთან შეხვედრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, საპროტესტო გამოსვლებმა ძალადობრივი სახე მიიღო. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის გადაყენების მიზნით, პარლამენტში შეჭრა სცადეს. 25 ნოემბერს დემონსტრანტები სოლომონის კუნძულების დედაქალაქის, ჰონიარას გარეუბან chinatown-ის ქუჩებში გამოვიდნენ და შენობების დაწვეს. აქციის მონაწილეებმა ჰონიარაში პარლამენტის შენობაზე და მიმდებარე შენობებზე მიიტანეს იერიში. პოლიციამ მომიტინგეების დაშლა ცრემლსადენი გაზით სცადა.

ფოტო: theguardian.com                                              ფოტო: aljazeera.com

შესაბამისად, მოცემული ვიდეომასალა სოლომონის კუნძულების დედაქალაქ ჰონიარაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებს ასახავს და მას კორონავირუსის პანდემიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა