• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების 42% ა(ა)იპ-ების დაფინანსებას მოხმარდება

გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების 42% ა(ა)იპ-ების დაფინანსებას მოხმარდება

2022 წლისთვის გორის მერია ა(ა)იპ-ების-თვის დაახლოებით 22 მლნ 500 ლარს დახარჯავს

09/12/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2022 წლისთვის გორის მერია ა(ა)იპ-ების-თვის დაახლოებით  22 მლნ 500 ლარს დახარჯავს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 11 მუნიციპალური ორგანიზაციის სუბსიდირებაზე, 2021 წელთან შედარებით, უფრო მეტი თანხაა გათვალისწინებული. 

დაფინანსება 4 ა(ა)იპ-ს  ეზრდება. მათ შორის: კეთილმოწყობის სააგენტოს, ფეხბურთის კლუბს „გორი“, სპორტის სააგენტოს და მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალურ თავშესაფარს. 

დაფინანსების გაზრდას  კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოც ითხოვს. მისი ხელმძღვანელის,  გელა კაპანაძის თქმით, 4 ახალი ობიექტის გადმოცემის გამო, მათ შენახვასა და მოვლისთვის წელიწადში დამატებით, მინიმუმ 250 000 ლარი დასჭირდებათ. 

გორის მერიას საკრებულოს წევრებმა შენიშვნები 24 ნოემბერს გადაუგზავნეს, მათ შორის იყო  ა(ა)იპ-ების შესახებ საკითხები. რეკომენდაციები ამ თემაზე ჰქონდა როგორც ოპოზიციას, ისე მმართველი გუნდის წარმომადგენლობას. ბიუჯეტის პროექტის განხილვაში  2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრები იღებდნენ მონაწილეობას, რადგან ახალარჩეულ ადგილორბრივ წარმომადგენლობით ორგანოს უფლებამოსილება 3 დეკემბერს გადაეცა.

გორის ახალ საკრებულოში „ქართული ოცნების“ 24 წარმომადგენლიდან - 14 წევრი წინა მოწვევის საკრებულოდანაა.  მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შენიშვნებთან დაკავშირებით, მათი შეხედულებები ახალი საკრებულოს დანარჩენ 10 წევრთანაც თანხვედრაშია და საერთო აზრი გააჩნიათ. 

40 - ის ნაცვლად 2021 წლის მოწვევის საკრებულოს 36 დეპუტატი ჰყავს, რომელთაც იგივე თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. დავით რაზმაძეს ახლა 2-ის ნაცვლად  3 მოადგილე ჰყავს და მათთან ერთად უფრო ეფექტურ მუშაობას აანონსებს. მმართველ გუნდს ა(ა)იპებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი შენიშვნა ჰქონდათ. საკრებულოს აპარატის უფროსის, ზაზა ნასყიდაშვილის განცხადებით, ეს ეხება სპორტის სააგენტოს მწვრთნელების ხელფასების გაზრდას, რაც მისი თქმით, იმავე დაფინანსების პირობებში, შესაძლებელია. 

„გავუგზავნეთ მერს ბიუჯეტის პროექტის შენიშვნები და 10 დეკემბრამდე უნდა დაგვიბრუნოს უკან განსახილველად, შეცვლილი ან იგივე სახით. რაც შეეხება  ა(ა)იპ-ების საკითხს, საკრებულოს წევრების აზრით, სპორტის სააგენტოს მწვრთნელებს ხელფასი უნდა გაეზარდოს, ეს კი ა(ა)იპ-ისთვის გათვალისწინებული თანხით, რასაც 2022 წლისთვის მიიღებს, სავსებით შესაძლებელია”,-აღნიშნა საკრებულოს აპარატის უფროსმა, ზაზა ნასყიდაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში 36 წევრიდან 9 „ნაციონალური მოძრაობიდანაა, 3  კი  პარტიას -„გახარია-საქართველოსთვის“ წარმოადგენს. ამ უკანასკნელის 3 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ა(ა)იპების სახელფასო ფონდს ეხება. გახარიას გუნდში ფიქრობენ, რომ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელფასების ნაწილში დაფინანსების 30%-იანი ზღვარი უნდა დაწესდეს. ამ პარტიის პოზიცია წინა მოწვევის საკრებულოს წევრმა მამუკა ფანიაშვილმა გააჟღერა, რომელიც გახარიას გუნდს „ქართული ოცნებიდან“ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და ამ ახალი პარტიის სახელით 2021 წლის მოწვევის საკრებულოს წევრიც  გახდა. 

„ა(ა)იპ-ების საერთო ბიუჯეტის 30% უნდა იყოს ზედა ზღვარი, რითაც შეიზღუდება როგორც საშტატო, ისე ხელშეკრულებით აყვანილ პირთა ხელფასები. ხშირ შემთხვევაში სამსახურები, სადაც კადრებს ხელშეკრულებით იყვანენ ხოლმე, არ კონტროლდება. შეუძლიათ აიყვანონ ნებისმიერი ადამიანი და დაუნიშნონ ნებისმიერი ხელფასი. ამას საბოლოოდ უნდა დავუსვათ წერტილი და ხელფასის ზედა ზღვარი უნდა შევზღუდოთ. რა თქმა უნდა, კონკრეტულ ხელფასს ვერ დავასახელებთ, ეს არ იქნება არც სწორი და არც დემოკრატიული, იმედი გვაქვს ჩვენს რეკომენდაციას გაითვალისწინებენ“,- აცხადებენ გახარიას გუნდის წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

ა(ა)იპ-ების შესახებ შენიშვნები გაეგზავნა გორის მერიას „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ . წინა მოწვევის საკრებულოდან 2021 წლის მოწვევის საკრებულოში ამ პარტიიდან მხოლოდ ბექა ქორჩილავა შევიდა, დანარჩენ 8 ახალ კოლეგას უფლებამოსილების გადაცემამდე, ბიუჯეტის პროექტიც მან გაუზიარა. 

„აუცილებლად დავინტერესდებით მუნიციპალური ორგანიზაციების დასაფინანსებლად დახარჯული თანხების სანაცვლოდ რას მივიღებთ. ასევე უნდა შევისწავლოთ თითოეულის საქმიანობა, რამდენად შესაბამისობაშია მისი მუშაობა და ფუნქციონალური დატვირთვა გაწერილ მიზნებთან და მოსალოდნელ შედეგებთან. მეორე მხარეა, ვინაა დასაქმებული ა(ა)იპ-ებში და როგორია თითოეულის ყოველდღიური საქმიანობა. რამდენია მათი სახელფასო განაკვეთი, რა გრაფიკით მუშაობენ და ა.შ. ეს ყველაფერი სამუშაო პროცესია, რაშიც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული თითოეული გადაწყვეტილების მიმღები პირი“,-აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების მუშაობის ხარვეზებს ეხებოდა სახელმწიფო აუდიტის ანგარიში, რომელიც 2017-2018 წლებს მოიცავს. გორის მერიაში აცხადებენ, რომ უწყებისგან მიღებული რეკომენდაციები ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად გაითვალისწინეს, თუმცა როგორც ადგილობრივი რადიოს მონიტორინგის შედეგებიდან ირკვევა, არც საკადრო პოლიტიკის კუთხით და არც ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვის თვალსაზრისით, ბევრი არაფერი შეცვლილა. სწორედ ამიტომ რადიო „მოზაიკამ“ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ა(ა)იპ-ების 2022-2025 წლების სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი მოამზადა და მერიას მისი გათვალისწინება სთხოვა. 

როგორც კვლევიდან ჩანს, გორის მერია ხშირად ერთი და იმავე ფუნქციების მქონე ა(ა)იპებს და მასზე დაქვემდებარებულ სამსახურებს ცალ-ცალკე აფინანსებს, რაც ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვაზე მიუთითებს. 

ა(ა)იპ - ების დასაფინანსებლად გაწერილ თანხებზე „ფაქტ-მეტრმა“ არაერთი სტატია მოამზადა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მუნიციპალური ორგანიზაციების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. თანხების დიდი ნაწილი კი დასაქმებულთა ხელფასებში იხარჯება. 

მაგალითად, 2021 წელს, ა(ა)იპ-ების დასაფინანსებლად 19 მლნ 568 ათას 700 ლარი დაიხარჯა, საიდანაც შრომის ანაზღაურებას   11 555 774 ლარი მოხმარდა. 

 

წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერია

როგორც დიაგრამიდან ჩანს ა(ა)იპ-ებისთვის გამოყოფილი თანხის ნახევარზე მეტი  შრომის ანაზღაურებაში იხარჯება, მაშინ, როდესაც ზოგიერთ ორგანიზაციაში თანამშრომელთა ნაწილი ნახევარ განაკვეთზე მუშაობს ან საერთოდ არ დადის (ამაზე აუდიტის ანგარიშშიცაა საუბარი), ან პანდემიის გამო წელიწადზე მეტია, დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას.  

2017 წელს, ხელისუფლების დაპირების მიხედვით, გორში ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების ერთ-ერთი შედეგი, ა(ა)იპ-ების შერწყმა-გაერთიანებით თანხების დაზოგვა უნდა ყოფილიყო, თუმცა ადგილობრივ ბიუჯეტთან მიმართებით დაფინანსების მაჩვენებელი 2021 წლის მსგავსად,  2022 წლისთვისაც იზრდება. 

2022 წლის ბიუჯეტი 53 მლნ 653 ათასი ლარითაა განსაზღვრული. გამოდის, რომ თუ გორის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ა(ა)იპ-ების დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებების გარეშე დამტკიცდა, თანხების 42% მუნიციპალური ორგანიზაციების შენახვას მოხმარდება, ისე როგორც ეს 2021 წელს მოხდა. ა(ა)იპ-ების დაფინანსების დიდი ნაწილი კი ყოველწლიურად მათ 3000-მდე თანამშრომლის ანაზღაურებაზე იხარჯება. 

თეგები:
ბიტკოინები
მაუწყებლების შემოსავლების გაუმჭვირვალობა
ა(ა)იპ
ნინო ჩიბჩიური
ნინო ჩიბჩიური

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა