Facebook-ჯგუფში „თავისუფლება მიშას • #FreeSaakashvili“ გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სურათი, რომელზეც ნაჩვენებია, თითქოს ღარიბაშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „საერთოდ არაა ძვირი 8 ლარი 1 ლიტრი ზეთი და პანიკას ნუ აყვებით“.

რეალურად, ეს ციტატა ირაკლი ღარიბაშვილს არ ეკუთვნის და ზეთის ფასთან დაკავშირებით მას საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია (მსგავსი განცხადება არ მოიპოვება არც ინტერნეტ-სივრცეში, არც მედიაში და არც მთავრობის ვებგვერდებზე). შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მოცემული ციტატა გამოგონილია.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი