იტვირთება

ონლაინ საინფორმაციო სააგენტო TIA.ge სოციალურ ქსელში სტატიას მანიპულაციური სათაურით აქვეყნებს. სათაური - „კოვიდზე აცრილი პაციენტებით დაკავებულია ანტვერპენის ინტენსიური განყოფილების ყველა ადგილი...“ - იაგო ფრანგიშვილი - ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვაქცინაცია არ მოქმედებს და პირიქით, ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრას განაპირობებს.

კომენტარების სექციაში არსებული გამოხმაურების მიხედვით, Facebook-მომხმარებელთა ნაწილისთვის სათაური შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდა (იხ. ფოტო).

სინამდვილეში, სტატიის ლინკზე გადასვლისას ვიგებთ, რომ გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი აცრის აუცილებლობაზე საუბრობს. იგი სოციალურ ქსელში წერს: „ანტვერპენის ინტენსიური განყოფილების ყველა ადგილი დაკავებულია კოვიდზე აცრილი პაციენტებით. არცერთი აუცრელი პაციენტი არაა ინტენსიურში. ალბათ მიხვდებით, თუ რატომ. იმიტომ რომ აცრის საოცარი პროცენტები აქვთ, ბავშვების გარდა ყველა აცრეს.“ ამასთან ფრანგიშვილის თანახმად, „არცერთი ჯანმრთელი და არაქრონიკული მძიმე დაავადების არმქონე არაა ინტენსიურში - ყველა მაღალი რისკის პაციენტია.“

შესაბამისად, სათაურის ზემოთ აღნიშნული სახით გამოტანა, ისეთ შთაბეჭდილეაბს ქმნის, თითქოს, იაგო ფრანგიშვილის თანახმად, ვაქცინაციას აზრი არ აქვს, არ მოქმედებს. სათაურის კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოტანა მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას და დაბნეულობას იწვევს. რეალურად, ექიმი იაგო ფრანგიშვილი ამბობს, რომ ანტვერპენის ინტენსიური განყოფილების ყველა ადგილი კოვიდვაქცინით აცრილებით იმიტომაა დაკავებული, რომ ქვეყანას აცრის მაღალი მაჩვენებელი აქვს და ბავშვების გარდა ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აცრილია, ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრას კი დიდწილად ქრონიკული მძიმე დაავადებები განაპირობებს.

-----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3597 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
21%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი