• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
Nimbex-თან დაკავშირებით დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება

Nimbex-თან დაკავშირებით დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

25/11/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში პრეპარატ Nimbex-თან დაკავშირებით დეზინფორმაციული პოსტები აქტიურად ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პრეპარატის მოხმარება კორონავირუსის სამკურნალოდ ჯანმოს პროტოკოლით არის გათვალისწინებული და სწორედ ამ პრეპარატით კლავენ საქართველოში კოვიდპაციენტებს. Facebook-პოსტების თანახმად, Nimbex-ს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულ პაციენტებს დიაფრაგმის კუნთში უკეთებენ, რის შემდეგაც კუნთი დუნდება და  სუნთქვის გაძნელება იწყება. პაციენტი ვეღარ ამოისუნთქავს ნახშირორჟანგს, რაც ფილტვის გადაგვარებას იწვევს. პოსტში ასევე ჩამოთვლილია Nimbex-ის გვერდითი მოვლენები.

აღნიშნულ დეზინფორმაციას საკმაოდ მაღალი გამოხმაურება და 10 000-მდე გავრცელება აქვს.

Nimbex არის პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება. აღნიშნული პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ცისატრაკურიუმია. პრეპარატი ძირითადად ოპერაციის დროს კუნთების მოსადუნებლად გამოიყენება. 

კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტს, შესაძლოა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (მრდს) განუვითარდეს. მრდს გულისხმობს ფილტვის შეშუპებით განპირობებულ მწვავე ჰიპოქსემიურ რესპირატორულ უკმარისობას გულის უკმარისობის გარეშე, რაც გამოწვეულია ალვეოლების კაპილარული განვლადობის მატებით. მრდს-ს შემთხვევაში ხშირად მიმართავენ ნეირომუსკულარულ ბლოკადას (კუნთების მოდუნებას), რათა ორგანიზმს გაუადვილდეს ჟანგბადის მიღება. არსებული რეკომენდაციების თანახმად, კუნთების მოდუნების ტექნიკა შესაძლოა, გამოყენებული იქნას კოვიდპაციენტებშიც. 

სწორედ ნივთიერება ცისატრაკურიუმი გამოიყენება კუნთების მოსადუნებლად, თუმცა კოვიდინფიცირებულ და არაკოვიდნფიცირებულ პაციენტებში პრეპარატი განსხვავებული დოზებით მიიღება. ანესთეტიკოსთა სამეფო კოლეჯის თანახმად, Nimbex  -ატრაკურიუმთან ერთად, კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვის პროცესში „პირველი ხაზის“ წამლების სიაშია. 

ბუნებრივია, როგორც ნებისმიერ პრეპარატს, Nimbex-საც გააჩნია გვერდითი ეფექტები. იშვიათ გვერდით მოვლენებში შედის: ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში, ხველა, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, სისუსტე, ოფლიანობა, ხმაურიანი სუნთქვა, არარეგულარული გულისცემა, კუნთების სისუსტე, ანაფილაქსი (მბული 1, ბმული 2). თუმცა, აშშ-ის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული კვლევის მიხედვით, Nimbex-ის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად, მხოლოდ 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში ვლინდება.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში აღნიშნა, რომ Nimbex სანარკოზო პრეპარატია. საქართველოში აღნიშნული პრეპარატი კოვიდპაციენტებში ერთეულ შემთხვევაში (ინტუბირესბისთვის) შეიძლება იქნას გამოყენებული, თუმცა კოვიდპაციენტების სამკურნალოდ ძირითადად სხვა პრეპარატებს იყენებენ.

ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ალექს გოხელაშვილმა „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ზოგადად, ცისატრაკურიუმი კუნთების მიორელაქსაციისთვის (განივზოლიანი კუნთების მოდუნება) გამოიყენება. ალექს გოხელაშვილის თანახმად, ცისატრაკურიუმი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და უსაფრთხო მიორელაქსანტია.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა