• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ბუსტერ დოზებით ადამაინის სისხლში გრაფენის ოქსიდის დაგროვება და ადამიანების რობოტებად გადაქცევა იგეგმება

დეზინფორმაცია: ბუსტერ დოზებით ადამაინის სისხლში გრაფენის ოქსიდის დაგროვება და ადამიანების რობოტებად გადაქცევა იგეგმება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

23/11/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

16 ნოემბერს კობა კუპრაშვილმა youtube-ზე 15 წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეომასალა კოვიდვაქცინებთან დაკავშირებით ყალბ მტკიცებებს შეიცავს. ვიდეოს ავტორი ავითარებს კონსპირაციას, თითქოს კომპანია Microsoft პატენტ 2020060606-ის საშუალებით მიზნად ისახავს ადამიანები მაინინგის მწარმოებელ მოსიარულე მანქანებად გადააქციოს. მასალის თანახმად, ბუსტერ დოზები და ზოგადად ვაქცინები სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ვაქცინებით შეჰყავთ გრაფენის ოქსიდი ადამიანის სისხლში, რათა შემდეგ შეასრულოს ანტენის, გადამცემის ფუნქცია და ადამიანი რობოტებად გადააქციონ. ვიდეოში მოცემული მტკიცებები სამეცნიერო საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეო სხვა Facebook-მომხმარებლებმაც აქტიურად გააზიარეს.

 

მტკიცება: Microsoft-ის პატენტი 2020060606 ადამიანების გაკონტროლებას და მაინინგის მწარმოებელ მოსიარულე მანქანებად გადაქცევას ისახავს მიზნად

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კომპანია Microsoft-ის პატენტ WO2020060606-ის გარშემო გავრცელებული ცნობილი კონსპირაციის თანახმად, გეითსების ფონდი ვაქცინას ბიომეტრიული მონაცემების შესაგროვებლად და ფინანსური მოგებისთვის იყენებს. დეზინფორმატორთა მტკიცებით, კომპანია მიზნად ისახავს, რომ ადამიანები პატენტის გამოყენებით გააკონტროლოს და მაინინგის მწარმოებელ რობოტებად გადააქციოს. სინამდვილეში, Microsoft-მა და ბილ გეითსმა მართლაც დაარეგისტრირეს პატენტი  ნომრით WO2020060606. აღნიშნული პატენტის შესახებ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იგეგმება ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც ადამიანის ფიზიკურ აქტივობას მონიტორინგს უწევს და სანაცვლოდ კრიპტოვალუტით აჯილდოებს. თუმცა, აღნიშნული აპლიკაცია არც ადამიანს აკონტროლებს და არც ინტერნეტთან აკავშირებს. ამასთან ერთად პატენტს არანაირი კავშირი არ აქვს კორონავირუსთან ან კოვიდვაქცინებთან. პატენტის განაცხადი 2019 წლის ივნისში იქნა შეტანილი, მაშინ კი კორონავირუსის პანდემია საერთოდ არ არსებობდა. 

მტკიცება: ვაქცინის მეორე, მესამე დოზებით ჩვენს სისხლში გრაფენის ოქსიდის დაგროვება ხდება, რაც ადამიანს მოსიარულე ციფრად აქცევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

გრაფენის ოქსიდის და კოვიდვაქცინების გარშემო დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები აქტიურად ვრცელდება. მას შემდეგ, რაც მესამე ბუსტერ დოზების გაკეთების რეკომენდაცია გაიცა, კონსპირატორებმა ეს ფაქტი გრაფენის ოქსიდის სისხლში დაგროვების მიზანმიმართულ მცდელობას და ადამიანების რობოტებად გადაქცევას დაუკავშირეს. რეალურად, დღეს არსებულ არც ერთ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობაში გრაფენის ოქსიდი არ ფიგურირებს. Pfizer-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, კიანა გაზვირმა Reuters-თან იმეილ მიმოწერის დროს აღნიშნა, რომ „გრაფენის ოქსიდი Pfizer-BioNTech-ის წარმოების დროს არ გამოიყენება“. Moderna-ს კორპორაციული საკითხების მთავარმა ოფიცერმა, რეი ჯორდანმა კი Reuters-თან განაცხადა: „შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენი პროდუქცია გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს.“

-----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა