იტვირთება

პანდემიის პირობებში მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით, სოფლებში მცხოვრები სეგმენტისთვის, საკმაოდ რთულია ცენტრამდე მისვლა და იქ სამედიცინო დახმარების მიღება. ნინოწმინდის სოფლებში ადგილზე სამედიცინო მომსახურების მიღება კვლავ პრობლემად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში ამბულატორიები აშენდა. დღემდე ეს ამბულატორიები უფუნქციოდაა და პანდემიის პირობებში, სოფლის ექიმს ხშირად პაციენტთან სახლში მისვლა უწევს. ამაზე კი ექიმს მეტი რესურსი ეხარჯება.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხრა მცირე ზომის ამბულატორიის მშენებლობა - „ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის განკარგულების საფუძველზე დაიგეგმა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისთვის 826 255 ლარი გამოიყო, რომლითაც, გარდა ამბულატორიების მშენებლობა/რეაბილიტაციისა, ერთი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობაც გადაწყდა.

ცხრილი 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ ამბულატორიების მშენებლობების მიზნით განხორციელებული შესყიდვები

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სამსახური

როგორც ვხედავთ, ამბულატორიები აშენდა, თუმცა მათი დიდი ნაწილი დღემდე არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართული არ არის. ზოგ სოფელს ექიმი საერთოდ არ ჰყავს და ამბულატორიები, ცხადია, სოფლის ექიმის გარეშე ვერ იმუშავებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამბულატორიები აღჭურვილია, ბუნებრივი აირი და წყალი შეყვანილი არ არის. ეს პრობლემა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს უნდა მოეგვარებინა. ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ნინოწმინდის ადგილობრივ რადიო „ნორთან“ საუბრისას, ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული პრობლემა მალე მოგვარდება.

„ფაქტ-მეტრთან“ საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფლის ექიმის არსებობის შემთხვევაში, მათ აძლევენ სამედიცინო მიმართვებს, რის საფუძველზეც ანალიზების ჩაბარება უფასოა, ხოლო ექიმის არარსებობის პირობებში, მოსახლეობას, ნებისმიერი სამედიცინო დახმარების მისაღებად, ქალაქში ჩასვლა უწევს. უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის ექიმები, პროგრამა „სოფლის ექიმის“ ფარგლებში, ტრენინგებს ესწრებიან, მათ შორის, კორონავირუსთან დაკავშირებით. თუმცა გაუმართავი სამუშაო პირობების გამო, სოფლებში კოვიდსიტუაციის მართვაში ჩართული ნაკლებად არიან.

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის უკვე მეორედ არჩეულ მერ ანივარდ მოსოიანის საარჩევნო პროგრამაში ინფორმაცია უფუნქციო ამბულატორიების შესახებ მოხსენიებულია, როგორც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი წარმატება.


მსგავსი სიახლეები

3481 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი