• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულაცია: ფოტოსურათი ძლიერი ნისლის გამო საფეხბურთო მატჩის შეწყვეტიდან 15 წუთის განმავლობაში მოედანზე მარტო მყოფ მეკარე სემ ბარტრემს ასახავს

მანიპულაცია: ფოტოსურათი ძლიერი ნისლის გამო საფეხბურთო მატჩის შეწყვეტიდან 15 წუთის განმავლობაში მოედანზე მარტო მყოფ მეკარე სემ ბარტრემს ასახავს

ვერდიქტი: მანიპულირება

22/11/2021
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „1937 წელს ჩელსი-ჩარლტონის მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე ძლიერი ნისლი ჩამოწვა და ხილვადობა მინიმუმამდე დავიდა. ამიტომ, მსაჯმა 70-ე წუთზე გადაწყვიტა თამაში შეეჩერებინა, რაც ჩარლტონის მეკარემ სემ ბარტრემმა ვერ გაიგო და მატჩისთვის განკუთვნილი 20 წუთი მარტომ გაატარა მოედანზე“ (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4; ბმული 5; ბმული 6). აღნიშნულ ისტორიას თან სურათიც ერთვის, რომელიც, თითქოს, მომხდარს ასახავს. 

იხ. ფოტოსურათი

 

აღსანიშნავია, რომ იდენტური ტიპის ინფორმაცია ინტერნეტში ინგლისურ ენაზე ადრეც გავრცელებულა, რასაც ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Snopes-ი უკვე გამოეხმაურა.  Snopes-ის მიხედვით, სიმართლეა, რომ 1937 წელს, ძლიერი ნისლის გამო საფეხბურთო მატჩის შეწყვეტიდან 15 წუთის განმავლობაში მეკარე სემ ბარტრემი მოედანზე მარტო იმყოფებოდა და მას მატჩის გადადების შესახებ ინფორმაცია პოლიციელმა მიაწოდა. აღნიშნულ კურიოზს საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავად ბარტრემიც იხსენებს, რაც ცნობილი სპორტული გამოცემის, ESPN-ის ამ სტატიაში მოხვდა. გამოცემის მიხედვით, 1937 წლის შობა დღეს, ლონდონში, Stamford Bridge-ზე ჩელსის წინააღმდეგ მიმდინარე მატჩი, ძლიერი ნისლის გამო,   61-ე წუთზე შეწყდა, თუმცა ამის შესახებ ბარტრემისთვის ცნობილი ყველაზე ბოლოს გახდა. კერძოდ, მეკარე ბარტრემი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ფიქრობდა, რომ თანაგუნდელები მოწინააღმდეგის მეორე ნახევარზე თამაშობდნენ და სწორედ ამიტომ ნისლში მათ ვერ ამჩნევდა. თუმცა, ბოლოს ბარტრემთან პოლიციელი მივიდა, რომელმაც ფეხბურთელს   აცნობა, რომ მატჩი ცუდი ხილვადობის გამო შეჩერებული იყო. Snopes-ის მიხედვით, 1937 წელს მომხდარ ამ კურიოზზე სხვადასხვა მედია წერდა, რაც ინფორმაციის სიზუსტეზე მეტყველებს.

რაც შეეხება სემ ბარტრემის ამ ისტორიასთან ერთად გავრცელებულ ფოტოსურათს, რომელიც, თითქოს, მომხდარ კურიოზს ასახავს, უნდა აღინიშნოს, რომ ის არა 1937 წელს, არამედ 1954 წელსაა გადაღებული. სინამდვილეში, ფოტოსურათზე არსენალის მეკარე ჯეკ კელსია გამოსახული და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ როგორც 1937 წელს, აღნიშნული მატჩიც ცუდი ხილვადობის გამო შეჩერდა, ამ შემთხვევაში, მეკარე კელსი მსგავსი გაუგებრობის გამო, მოედანზე მარტო არ დარჩენილა. 

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა