• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ბრიტანეთის სუპერმარკეტ  Saynsbury’s-ში კოვიდპასპორტების სკანერები დაამონტაჟეს

დეზინფორმაცია: ბრიტანეთის სუპერმარკეტ Saynsbury’s-ში კოვიდპასპორტების სკანერები დაამონტაჟეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

22/11/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-გვერდმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ 19 ნოემბერს მორიგი დეზინფორმაციული პოსტი გამოაქვეყნა. მასალის თანახმად, ბრიტანეთის სუპერმარკეტების ქსელი Saynsbury’s QR კოდის სკანერებს ამონტაჟებს და აცრის პასპორტების დასასკანერებლად ემზადება. პოსტში წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომლის ავტორი ამტკიცებს, რომ მაღაზია კოვიდპასპორტების ამუშავებას აპირებს და  შესასვლელში დამონტაჟებულ სკანერებზე მიუთითებს. Facebook-გვერდ „ბოლო ჟამის ქრისტიანების“ მიერ გავრცელებული მასალა არის ყალბი ამბავი. 

 

ვიდეომასალაში ლონდონის Sainsbury’s-ის ერთ-ერთი მაღაზიაა ასახული. ვიდეოს ავტორს მაღაზიის თანამშრომლები ვიდეოჩანაწერის დასაწყისში აფრთხილებენ, რომ მაღაზია ამ მომენტისთვის მხოლოდ თანამშრომლებისთვის არის ღია. ვიდეოს ავტორის კითხვაზე, თუ რისთვისაა დამონტაჟებული მაღაზიის შესასვლელში QR კოდის სკანერი, თანამშრომლები პასუხობენ, რომ მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიის გამოცდა, რომლის შესახებაც სრული ინფორმაციის გაზიარება ჯერ არ შეუძლიათ. მამაკაცი კი ამტკიცებს, რომ აღნიშნული სკანერები მაღაზიის შესასვლელში კოვიდპასპორტების დასასკანერებლად დაამონტაჟეს.

Sainsbury’s-ის წარმომადგენელმა reuters-სთან იმეილ მიმოწერის დროს განაცხადა, რომ სუპერმარკეტების ქსელი Sainsbury’s ჰალბორნის ფილიალში ატარებს ცდებს იმისთვის, რომ მომხმარებლებს Sainsbury’s-ის მაღაზიათა ქსელში ვაჭრობის უფრო ადვილი და მოსახერხებელი გზა შესთავაზონ. ისინი SmartShop-ის აპლიკაციის დანერგვას ცდილობენ. Sainsbury’s-ის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, SmartShop-ის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მაქსიმალურად აარიდონ თავი რიგებს და ნავაჭრის საფასური აპლიკაციის საშუალებით მომენტალურად გადაიხადონ. ამისთვის კი საჭიროა,  აპლიკაცია გადმოწერონ და მაღაზიის შესასვლელში შესაბამისი QR-კოდი დაასკანერონ. 

ამასთან ერთად, Sainsbury’s-ის წარმომადგენელმა reuters-თან საუბარში განაცხადა, რომ კომპანია კოვიდ-QR  კოდის არ მქონე მომხმარებლებისთვის მომსახურებაზე უარის თქმას არ აპირებს.

შესაბამისად, Facebook-ზე გავრცელებული მტკიცება, რომ ბრიტანეთის სუპერმარკეტების ქსელი Saynsbury's შესასვლელებში QR კოდების სკანერებს ამონტაჟებს და აცრის პასპორტების დასასკანერებლად ემზადება, ყალბი ამბავია.

-------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • აჭარის 2026 წლის ბიუჯეტში, წინა წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების გეგმა 12.3%-ით გაიზარდა, მთლიანი გადასახდელების კი - 10.3%-ით

    აჭარის 2026 წლის ბიუჯეტში, წინა წელთან შ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა, სურსათის ფასები 8.5%-ითა და ჯანდაცვის ხარჯები 8.1%-ით გაიზარდა

    ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა პირველად 100 მლრდ ლარს და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს პირველად გადასცდება

    2025 წელს საქართველოს ეკონომიკა პირველად...

    ვერდიქტის გარეშე
    განცხადების ვერდიქტით შეფასება შეუძლებელია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2026 | პერსონალური მონაცემების დაცვა