• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მაღალი ინფლაციის გამო საპენსიო დანაზოგები მცირდება

მაღალი ინფლაციის გამო საპენსიო დანაზოგები მცირდება

საქართველოში საპენსიო ფონდის რეფორმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევიდა

22/11/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საქართველოში საპენსიო ფონდის რეფორმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევიდა. რეფორმა  ფინანსური დანაზოგების შექმნას ისახავს მიზნად და მასში მონაწილეობა 40-წლამდე დასაქმებულებისთვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ დასაქმებულებისთვის - ნებაყოფლობითი.

საპენსიო დანაზოგების მუშაობის პრინციპი შემდეგნაირად გამოიყურება: დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო, ხელფასის 2%-ს საპენსიო ფონდში რიცხავენ.  საერთო ჯამში, თითოეული დასაქმებული ხელფასის 6%-ს ზოგავს. რეფორმის ფარგლებში ადამიანები თავიანთი დანაზოგების გამოყენებას საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე შეძლებენ.

რეფორმის განხორციელებისთანავე საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გაჩდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი ეწეოდა დანაზოგებს და მოქალაქეების თანხის განკარგვა რამდენად ეფექტიანად მოხდებოდა. არსებული კითხვის ნიშნების გამო, რამდენიმე ათეულმა ათასმა 40 წელს ზემოთ სქემაში ჩართულმა დასაქმებულმა საპენსიო დანაზოგების სქემაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ჯამში, ამ დროისთვის, საპენსიო დანაზოგების სქემაში 1.212 მილიონი ადამიანია ჩართული. 

დღეისთვის საპენსიო სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით  დანაზოგმა ჯამურად 1.83 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან 234 მილიონი ლარი საინვესტიციო საქმიანობით არის გამომუშავებული, ხოლო დანარჩენი ხალხის მიერ დაზოგილი თანხა გახლავთ. 

სად ინვესტირდება დაზოგილი თანხა? 

დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონის მიხედვით, საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით უნდა მოხდეს. არსებული მდგომარეობით, ამ დოკუმენტზე მუშაობა კვლავ გრძელდება და საპენსიო სააგენტო და ეროვნული ბანკი მისი საბოლოო ვერსიის მისაღებად მოლაპარაკებებს მართავენ.

მას შემდეგ, რაც კანონის ამოქმედებიდან 5 წელი გავა, მოქალაქეებს საპენსიო სისტემასთან მიმართებით კიდევ ერთი არჩევანის გაკეთების უფლება მიეცემათ - ეს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხების ინვესტირების რისკიანობის დონის განსაზღვრაა. კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელს წარუდგენს, ესენია - ნაკლებრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. თითოეულ ამ პორტფელს განსხვავებული საინვესტიციო შემადგენლობა ექნება (ფასიან ქაღალდებს, უცხოური ვალუტის ინსტრუმენტებსა და დეპოზიტებს შორის განსხვავებული თანაფარდობების სახით), აქედან გამომდინარე, განსხვავებული იქნება თითოეული ამ პორტფელის საშუალო საპროცენტო სარგებელიც.

დღეისთვის დანაზოგების 65% სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესიტრებული, 34% სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 1% კი ვადიან ანაბრებზე. ყველა ეს თანხა ქართულ ბანკებშია გადანაწილებული. 

ამ დროისთვის არსებულ საპენსიო დანაზოგებს ქართულ ბანკებში წლიურად 11.15%-იანი სარგებელი ერიცხებათ. ბანკებთან დადებული კონტრაქტების მიხედვით, ბანკებში განთავსებული თანხის ნაწილის შემთხვევაში, დარიცხული სარგებელი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე. ინფლაციის შესამცირებლად ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის და, შესაბამისად, საპენსიო დანაზოგებზე დარიცხული სარგებელიც იზრდება. 

მაღალი სარგებლიანობის მიუხედავად მნიშვნელოვანია,  2021 წელს არსებული მაღალი ინფლაციაც გავითვალისწინოთ. 2021 წლის პირველი 10 თვის მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელი 12.8%-ია. შესაბამისად, 2021 წლის პირველი 10 თვის მონაცემებით, საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული საპროცენტო ამონაგები უფრო ნაკლებია, ვიდრე ინფლაცია. აქედან გამომდინარე,  საპენსიო ამონაგები - 2021 წლის პირველი 10 თვის მდგომარეობით, უარყოფით ნიშნულზეა. აღნიშნული მოქალაქეების რეალური დანაზოგების კლებაზე მიუთითებს. მაგალითისთვის, თუ კონკრეტულ პერიოდამდე 1 წლით ადრე, მოქალაქეს საპენსიო ფონდში უფიქსირდებოდა 1,000 ლარი, დარიცხული სარგებლის გათვალისწინებით, 2021 წლის ოქტომბერში მისი ნომინალური სახსრები შეადგენდა 1,115 ლარს, თუმცა, ინფლაციის გათვალისწინებით, აღნიშნული 1,115 ლარის რეალური მსყიდველუნარიანობა 988 ლარამდეა შემცირებული, რაც რეალურად, საპენსიო დანაზოგის შემცირებას ნიშნავს. 

აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ეროვნული ბანკის პროგნოზით 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაციური რისკები შენელდება, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებელი 6%-ზე მაღალი იქნება, რაც მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე გაცილებით მეტია. შესაბამისად, ამონაგების უარყოფითი მაჩვენებელი კვლავ პოზიტიურისკენ მობრუნდება. მიუხედავად ამისა, 2021 წლისთვის საპენსიო ამონაგები, ინფლაციის გათვალისწინებით, უარყოფით მაჩვენებელზე დარჩება, ვინაიდან ვერ შეძლებს იმ რეალური კლების სრულად კომპენსირებას, რომელიც საპენსიო დანაზოგებმა 2021 წელს განიცადა.

თეგები:
საპენსიო დანაზოგი
მეტწილად სიმართლე
Politics
ზურაბ მაისაშვილი
ზურაბ მაისაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა